"არ გავჩერდები სანამ, ბიჭს არ გავაჩენ", - ამბობს 14 გოგონას დედა, რომელიც 29 წლისაა! - მშობლები

"არ გავჩერდები სანამ, ბიჭს არ გავაჩენ", - ამბობს 14 გოგონას დედა, რომელიც 29 წლისაა!

2017-01-25 05:14:03+04:00

უმცროსების დაბადების შემდეგ სარეცხ მანქანაში 42-ჯერ შეაქვთ სარეცხი, დღეში 8-ჯერ ამზადებს დედა საკვებს ეს ყველაფერი პარადოქსს ჰგავს, მაგრამ მან 14 გოგონა გააჩინა. "კიდევ 10 შვილის გაჩენაც რომ მომიწიოს, მაინც ბიჭს დაველოდები", - ამბობს ის.

ახალგაზრდა მშობლებს (ცოლი 29 წლისაა, ხოლო ქმარი - 30-ის), დღე-ღამის განმავლობაში 2-2 საათით სძინავთ. უმცროსების დაბადების შემდეგ სარეცხ მანქანაში 42-ჯერ შეაქვთ სარეცხი. დღეში 8-ჯერ ამზადებს დედა საკვებს. ქმარი ლანდშაფტის დიზაინერია და მთელი კვირა მუშაობს. მიუხედავად სიძნელეებისა, წყვილი მაინც ოცნებობს ბიჭზე.

საოცარი გამრავლების უნარით გაოცებული არიან ექიმებიც - 3 ტყუპი ერთმანეთის მიყოლებით გაუჩნდათ.

mshoblebi

"15 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი, ქმარი კი 17-ის იყო. აბორტზე ლაპარაკიც არ ყოფილა, ჩვენ ხომ კეთილი ქრისტიანები ვართ. მშობლების ნებართვით დავქორწინდით. 4 გოგონას დაბადების შემდეგ ჩემი ქმარი სახლიდან წავიდა. შემდეგ შევხვდი ხოსეს და ახლა მასთან 10 საერთო შვილი მყავს - ისევ გოგოები.

ხოსე არაჩვეულებრივი მამაა, ის ზრუნავს ჩვენზე. მინდა ბიჭი გავუჩინო, ამაზე ხომ ყველა მამაკაცი ოცნებობს! ახლა კონტრაცეპტივით თავს ვიცავ. როგორც კი პატარები 4 წლისანი გახდებიან, დავიწყებთ ბიჭზე ფიქრს. ოდესმე ხომ გაგვიმართლებს?"

mshoblebi

დღის განრიგი ასეთია:

ღამის 1 საათზე ძილის წინ ავგუსტინა აჭმევს უმცროს ტყუპს.

3:30 დილა: ტყუპები იღვიძებენ საკვების მოლოდინში.

5:00 დილა: ავგუსტინა და ხოსე დგებიან. ხოსე მიდის სამსახურში, ავგუსტინა ამზადებს საუზმეს მთელი ოჯახისთვის და შემდეგ ისევ აჭმევს ტყუპებს.

6:00 დილა: გოგონები საუზმობენ სკოლაში წასვლამდე.

7:00 დილა: ავგუსტინა 9 ბავშვს არიგებს სხვადასხვა სკოლაში თავისი მიკროავტობუსით.

8:15 დილა: ბრუნდება სახლში, აჭმევს ტყუპს და იწყებს სარეცხის რეცხვას.

9:00 დილა: სარეცხის მეორე პარტიის შეყრა და სახლის დალაგება.

10:00 დილა - სარეცხის მესამე პარტიის შეყრა მანქანაში და ავგუსტინა იწყებს უფროსი გოგონებისთვის საუზმის მომზადებას, სანამ ისინი დაბრუნდებიან.

10:30 დილა: მეოთხე პარტია სარეცხი სარეცხის მანქანაში და ტყუპების კვება.

11:00 დილა - ავგუსტინა მთელი ოჯახისთვის ამზადებს სადილს და ამზადებს სარეცხს მეხუთე პარტიისთვის.

11:30 - სარეცხის მანქანის მეექვსეჯერ ჩართვა.

12:30 - მეშვიდეჯერ სარეცხის გარეცხვა და ბავშვების დანაყრება.

12:45 - უმცროსების დაძინება.

13:00 - მერვეჯერ სარეცხი და ტყუპის კვება.

14:30 - უფროსი გოგონების სკოლიდან გამოყვანა.

16:30 - ბავშვები სახლში არიან და ემზადებიან წასახემსებლად.

17:30 - ავგუსტინა აჭმევს ბავშვებს და კვებავს ტყუპს.

18:00 - ხოსე ბრუნდება სამსახურიდან, ავგუსტინა მიდის სუპერმარკეტში პროდუქტებისთვის.

19:00 - ბავშვების ბანაობა.

21:00 - ხოსე და ავგუსტინა ვახშმობენ.

22:00 - ავგუსტინა აჭმევს ტყუპს და აწვენს ყველა ბავშვს დასაძინებლად.

შუაღამე - ხოსე და ავგუსტინა იძინებენ.

მაინც რაღაც აკლია ამ ბედნიერ ოჯახს, ხომ მართალია? რა თქმა უნდა - ბიჭი!