ქალბატონების დიდი ნაწილი ექიმებს ოპერაციულ ჩარევას სთხოვს მაშინაც კი, როცა ამის არანაირი ჩვენება არ არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საკეისრო კვეთა ეპიდემიურ ხასიათს იძენს მთელ მსოფლიოში. რამდენიმე წლის წინ საკეისრო კვეთა მკაცრად სამედიცინო ჩვენების შესაბამისად ტარდებოდა, დღეს კი მთელ მსოფლიოში ქალთა მხოლოდ 55 % მშობიარობს ფიზიოლოგიურად. საკეისრო კვეთა ხშირად წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებულია ხოლმე. ქალბატონების დიდი ნაწილი ექიმებს ოპერაციულ ჩარევას სთხოვს მაშინაც კი, როცა ამის არანაირი ჩვენება არ არსებობს, ანუ დედაც და ბავშვიც სრულიად ჯანმრთელია.
აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება განვითარებად ქვეყნებში. მოგეხსენებათ, საქართველოც არ არის გამონაკლისი. სპეციალისტთა განმარტებით, თუ ფიზიოლოგიურ მშობიარობას უკუჩვენება არ გააჩნია, საკეისრო კვეთის ჩატარება არ შეიძლება, რადგან ის საფრთხეს შეიცავს როგორც დედის, ასევე ნაყოფისთვის. განაგრძეთ კითხვა