ეს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა სამოდელო სფეროში, სადაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, ძირითადად მოზარდი გოგონები მუშაობენ რამდენიმე წლის წინ ცნობილი მოდელი კარა დელევინი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა. გოგონამ თავიდან ვერ აირიდა ბევრი მისნაირი მანეკენის ბედი, რომლებიც მხიარული გართობისთვის, მოსადუნებლად ან დამღლელი ცხოვრების წესის გასანეიტრალებლად აკრძალულ პრეპარატებს ეძალებიან. ბევრი მანეკენი ადრეულ ასაკში ეწირება კიდეც ასეთ ცხოვრებას და ეს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა სამოდელო სფეროში, სადაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, ძირითადად მოზარდი გოგონები მუშაობენ.
ანორექსია და ნარკოტიკების თემა სამოდელო სფეროში მოღვაწე 14-17 წლის გოგონების მთავარი პრობლემაა.
როცა კარა დელევინის გარშემოც ატყდა ამბავი, ბრენდ H&M-ს მასთან კონტრაქტის გაუქმებაც სურდა, როგორც ეს კეიტ მოსის შემთხვევაში მოხდა 2005 წელს, როცა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ის ნარკოტიკებს იღებდა.
მაგრამ სიტუაცია მალე დაცხრა. კარამ რეპუტაცია აღიდგინა, თუმცა პრესაში ამ ამბავს ხშირად იხსენებენ.
ახლა გაირკვა, რომ კარასთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა და უფრო მეტიც – აკრძალული პრეპარატები მის ოჯახში დიდი ხნის წინ შევიდა. დედამისი პანდორა დელევინი ერთი პერიოდი ნარკომანი ყოფილა.
პანდორაც მოდელი გახლდათ, ისევე როგორც კარას ბებია. ხშირი წვეულებები, აქტიური ცხოვრების წესი, ლონდონური გართობა – ნარკოტიკები ამ გარემოს თანმდევი გახლდათ და ქალი ჰეროინზე "შეჯდა". რასაკვირველია, ეს ამბავი მის შვილებზეც აისახა და კარა ამბობს, რომ გარკვეულწილად დედამისის ბრალიცაა, ის რომ გაეხვა ნარკოტიკებში. თუმცა დედას არ განუდგა.
"დედაჩემი ძალიან ძლიერი ადამიანია, დიდი გულით და მე მასზე ვგიჟდები. – ამბობს კარა, - ვიცი, ბევრს მიაჩნია, რომ ნარკოდამოკიდებულება არ იკურნება, მაგრამ ასე არ არის. ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც მოახერხა ამასთან გამკლავება და ახლა მშვენივრად არიან".
თუმცა პანდორას მეგობრები ამბობენ, რომ ყველაფერი არც ისე უღრუბლოდაა. პანდორას კვლავაც აქვს მძიმე პერიოდები, დეპრესიული მდგომარეობა. ცოტა ხნის წინ თავადაც აღიარა, რომ არც ისე იოლად ცხოვრობს და ცუდი ფიქრებიც არ ასვენებენ: "ერთი წლის წინ მატრასზე ვიწექი, ჩემს თავზე მოქანავე ნათურას შევყურებდი და სიკვდილი მინდოდა".