საკეისრო კვეთას ერთ-ერთი სახელოვანი ექიმი ჩაატარებს, რომელმაც... ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ მომღერალი ნინი წიკლაური ორსულადაა და მაისის თვეში ბიჭის დედა გახდება. რამდენიმე კვირის წინ ნინიმ საქართველო დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. მომღერალი შვილის გაჩენას შტატებში გეგმავს, საკეისრო კვეთას ერთ-ერთი სახელოვანი ექიმი ჩაატარებს, რომელმაც ამქვეყნად უკვე მოავლინა მომღერალ ანანო მჟავიას შვილი..
ნინის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფეისბუქ-სტატუსიდან ირკვევა, რომ ნინი შტატებში მეუღლის - თემო ტუღუშის გარეშეა წასულია და აშკარად მონატრებამ შეუტია:
„როგორ მენატრები, თეე... ისე მინდა ახლა შენთან, როგორც არასდროს... ძალიან მიყვარხარ და არც კი ვიცი, უშენოდ როგორ ვცხოვრობდი. ყველაზე მეტად მინდა შენი მოწოდებული წყალი... #შეიყვარეთერთმანეთი...“
„მეც მიყვარხარ და მენატრები ძალიან, ჩემო ცხოვრება... მალე ჩაგეხუტებიი...“ - ასე პასუხობს მეუღლე ნინის გულისამაჩუყებელ პოსტს.
თეკლა ჟვანია