"სრულიად შემთხვევით გადავურჩი სიკვდილს, ძალიან დათრგუნული ვარ..." განო მელითაურმა სოციალურ ქსელში საავადმყოფოში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და მეგობრებს და გულშემატკივრებს უამბო, რომ ფაქტობრივად სიკვდილს გადაურჩა:
"6 მარტის შემდეგ ბევრი არაფერი მახსოვს... რეალურად დღეს მოვედი გონს ოპერაციის შემდეგ და ყველამ მსურს გაიგოს შეუდარებელი ქირურგის ნოდარ ხმალაძის შესახებ!
მადლობა, რომ გადამარჩინე! ჩვეულებრივი ვირტუოზი ხარ! შენნაირი უნდა იყოს ქირურგი!"
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, განოს ბრმანაწლავის ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა კისტაც მოკვეთეს. საავადმყოფოში კუჭის ტკივილით მივიდა:
"ბრმანაწლავი, კისტა ერთდროულად... კუჭის ტკივილით მივედი ოღონდ... უკვე ჟონავდა... - წერს განო, - ორშაბათს ჩემი ფეხით, კუჭის სპაზმის გამო მივედი რესპუბლიკურში, მარტოკინა... რვა საათი მაყურყუტეს და ბოლოს "ღია გულში" გამიკეთეს გამოჟონილი ბრმა ნაწლავი და გასკდომის პირას მყოფი კისტა, რომელიც არავის დაუნახავს ნოდარ ხმალაძის გარდა... მომილოცეთ, გადავრჩი... სრულიად შემთხვევით გადავურჩი სიკვდილს, ძალიან დათრგუნული ვარ, რომ ვაცნობიერებ რა მოხდა.. თან ჩემი მშობლები და შვილები დასასვენებლად მყავდა გაშვებული, მარტო ვიყავი აქ რეალურად..."
განოს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.