იაპონური სისტემა ბავშვის ინტელექტის განვითარებისთვის: 8 თამაში და 5 ჩვევა ყოველ მშობელს სურს, რომ მისი შვილი გაიზარდოს ჯანმრთელი, ბედნიერი და ჭკვიანი. ცნობილი იაპონელი ნეირობიოლოგისთვის თამაშები და არასტანდარტული დავალებები ბავშვის განვითარებისთვის ყველაზე მთავარი ინსტრუმენტებია. თავის მეთოდებს პროფესორი სინოხარა უზიარებს მკითხველს წიგნში "ორიგამი ტვინისათვის. იაპონური სისტემა ბავშვის ინტელექტის განვითარებისთვის: 8 თამაში და 5 ჩვევა".
ფიზიკური დატვირთვები
ხშირად ინტელექტის განვითარებისთვის შეიძლება უბრალოდ გასეირნება ჩქარი ნაბიჯით. ლაბორატორიაში შევეცადეთ შეგვესწავლა ბავშვის ქცევა, რომელიც ატარებდა ველოსიპედს. როდესაც ბიჭი იწყებდა პედლების სწრაფად ტრიალს, ან მკვეთრად აჩერებდა ველოსიპედს, იზრდებოდა ტვინის აქტიურობა. შეიძლება ვთქვათ, რომ ბავშვი, რომელიც ატარებს ველოსიპედს, ავარჯიშებს ტვინს. და პირიქით - ბავშვები, რომლებიც არ ატარებენ ველოსიპედს, ხელიდან უშვებენ განვითარების შესანიშნავ შანსს.
სასარგებლო ვარჯიშები სკოლის მოსწავლეებისთვის
დათვის სიარული
ბავშვი დადის "ოთხზე", დათვივით.
დათვი ნატკენი თათით
როგორც კი პირველი მოძრაობა მისთვის ადვილად შესასრულებელი გახდება, შეიძლება დაწყება მოძრაობისა "დათვი ნატკენი თათით". დათვი დაჭრილია და უნდა აწიოს უკანა თათი. ბავშვი იჭერს სხეულის წონას ხელებზე და ხტება ერთ ფეხზე.
სიარული ხელებზე
ამის შემდეგ შეიძლება გადასვლა შემდეგ ვარჯიშზე - ხელებზე სიარული. ხელებს უჭირავს მთელი სხეული. შეხტომით ბავშვი ფეხებს წევს იატაკიდან მაღლა და დგება ხელებზე. ასე თანდათან დავალების გართულებით შეიძლება "ბორბლის" გაკეთება, ძელზე გადატრიალება და სხვ.
შეგიძლია თუ არა მუხლებზე დადგომა?
უფროსი ჯდება იატაკზე და ფეხებს ხრის მუხლებში. ბავშვი ხელებს კიდებს უფროსს, თანდათან ადის მუხლებზე და დგება - ინარჩუნებს წონასწორობას. თავიდან გვიჭირავს მისი ხელები, შემდეგ ხელებს ვკიდებთ მუხლებში.
როგორც კი ბავშვი ისწავლის წონასწორობის დაცვას - ვუშვებთ ხელებს.
გადატრიალება მხრიდან
ბავშვი ეყრდნობა უფროსის ზურგს და ცდილობს მხარიდან გადატრიალებას (ხელებს იშვერს წინ)
როდესაც ბავშვი გადმოიწევს წინ, ერთი ხელი მოკიდეთ კეფაზე, გადმოწიეთ წინ, ხოლო მეორე ხელით დაიჭირეთ ზურგი.
არ გაუშვათ ხელი, ისე გააკეთებინეთ "ყირამალა".
ვარჯიში "ნიანგი"
დაწექით მუცელზე და მიიღეთ ნიანგის პოზა. ხელის გულებით დაეყრდენით იატაკს, გაემართეთ წინ, მორიგეობით გადააადგილეთ მარჯვენა ხელი მარცხენა ფეხთან ერთად. ნიკაპი უნდა იყოს რაც შეიძლება ქვევით.
მუშაობა ხელებით
მეორე სასარგებლო ჩვევა, რომელიც ჩვენს ტვინს ავარჯიშებს, არის ხელებით შრომა, სადაც ჩართულია წვრილი მოტორიკა. არსებობს ერთი საინტერესო ექსპერიმენტის მონაცემები, რომელიც ჩაატარეს კომბოსტოს ჭრის დროს. თუ დავალება ზედმიწევნით მონდომებით შესრულდა, ტვინი აქტიურდება შედარებით ძლიერად.
ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა აქტივობა, რომელთა დროსაც აქტიურდებოდა ტვინის მუშაობა და მივედით დასკვნამდე, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას ვაკეთებთ, არამედ ის, თუ როგორ ვაკეთებთ. არ არის აუცილებელი კომბოსტოს დაჭრა. შეიძლება გადავწმინდოთ მაგიდა, მაგრამ გავაკეთოთ ეს დიდი ყურადღებით და მონდომებით და მაშინ უბრალო მოქმედებაც კი გაავარჯიშებს თქვენს ტვინს. ბინის დალაგება, სპორტდარბაზში ვარჯიში -დაკავდით რაიმე საქმით, რაც თქვენი ტვინისთვის სასარგებლო იქნება. კბილების საგულდაგულო გახეხვის დროსაც კი ვარჯიშობს ტვინი. მათემატიკის ამოცანის ამოხსნაც დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე.
სამზარეულოში დახმარება
სადილის მომზადების დროსაც აქტიურდება ტვინის მუშაობა. შეიძლება ბავშვს დაავალოთ ბოსტნეულის გათლა, დაჭრა. წვრილი მოტორიკის გარდა გემრიელი სადილის მომზადების მოლოდინიც ააქტიურებს ტვინის მუშაობას.
ხალხთან ურთიერთობა
მეოთხე ჩვევა - ხალხთან ურთიერთობაა. ალბათ იკითხავთ - რა კავშირშია ეს ჭკვიანი ბავშვის აღზრდასთან? როდესაც ვესაუბრებით ვინმეს, ტვინი მუშაობს უფრო აქტიურად. როდესაც ხედავ ადამიანს, მასთან ერთად ხარ ერთ განზომილებში, იზიარებ მის ემოციებს - ამ დროსაც ტვინის მუშაობა აქტიურდება. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, მათთან საუბარი ისე, რომ ხედავდნენ მოსაუბრის სახეს.
ასევე იხილეთ: 15 პროდუქტი, რომლებიც მოსწავლეს აზროვნებაში ეხმარება
ბალანსირებული კვება
საკვები მნიშვნელოვანი ელემენტია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით კი ისეთი ორგანოსთვის, როგორიც ტვინია. როდესაც საუბარია მავნე ჩვევებზე, მათ რიცხვს მიეკუთვნება ცხიმიანი საკვები. თუმცა ჩვენი ტვინის უჯრედები წყლის გარდა შედგება ცხიმისაგან. ამიტომ ტვინისთვის ცხიმი ძალიან საჭირო ელემენტია. სისხლში ქოლესტერინის დონის მკვეთრმა ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ფუნქციების გაუარესება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმი იღებდეს ცხოველურ და მცენარეული ცხიმებს, ასევე თევზში არსებულ ცხიმებსა და ზღვის პროდუქტებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დემენციის რისკი საგრძნობლად იკლებს იმ ადამაიანებში, ვინც კვირაში სამჯერ მოიხმარს თევზს. გარდა ამისა, მწვანე ბოსტნეულის მოხმარება ამცირებს დემენციის განვითარების რისკს.
ტვინის ფუნქციებს აუმჯობესებს შემდეგი პროდუქტები:
მეხსიერება (ნეირომედიატორი აცეტილქოლინი): კვერცხის გული, პომიდორი, ტარო, ბატატი.
ყურადღება, მოტივაცია (ნორადრენალინი, დოფამინი): ხორცი, რძე, კვერცხის გული, კაკალი, ნუში, ბანანი.
სიმშვიდე (სეროტონინი): რძე, ყველი, კვერცხის გული, არახისი, ნუში, ბანანი, პომიდორი, კივი.
თანამედროვე კვლევებმა დაამტკიცა, რომ თუ ბავშვი გაფანტულია, ე.ი. ის დილით არ საუზმობს.