გოგონების სილამაზეზე უკვე უკრაინის ფარგლებს გარეთაც საუბრობენ და... ირინა და სერაფიმა ვესელკინები უკრაინელი დები არიან, რომელთა ფოტოებმაც მართლა აალაპარაკა ინტერნეტსივრცე და მსოფლიო მედია. უკრაინაში დაბადებული გოგონები არაჩვეულებრივად ლამაზები და ასევე საოცრად ფოტოგენურები არიან. თავდაპირველად ირინა იყო ერთ-ერთი ცნობილი მცირეწლოვანი მოდელი, რომელსაც ბავშვთა ტანსაცმლის ბრენდები სარეკლამო გადაღებებისთვის იწვევდნენ და უამრავ სერიოზულ ფოტოსესიაში იღებდა მონაწილეობას. შემდეგ კი სტუდიებმა და ფოტოგრაფებმა აღმოაჩინეს, რომ მისი უმცროსი დაც წამოიზარდა და დასთან ერთად არაჩვეულებრივ ფოტოებს იღებს...
გოგონების ფოტოები ხშირად ვრცელდება ინტერნეტით და უამრავ მოწონებას იმსახურებს. მათ მოდის სამყაროში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ასევე იხილეთ: მას მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგონად აღიარებდნენ. ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს!