არადა, ბევრი მათ ყოველდღე მიირთმევს - თუ თქვენთვის ძვირფასია ჯანმრთელობა, იფიქრეთ იმაზე, რომ ეს პროდუქტები ამოიღოთ რაციონიდან თუ თქვენთვის ძვირფასია ჯანმრთელობა, იფიქრეთ იმაზე, რომ ეს პროდუქტები ამოიღოთ რაციონიდან. რასაკვირველია, იშვიათად შეიძლება მათი მირთმევა, მაგრამ ხშირად მათ მიღებას სერიოზული პრობლემები მოსდევს და ჯობს, სულაც თუ დაივიწყებთ.
მდნარი ყველი
კლასიკური ქარხნული მდნარი ყველი მთლად ყველი არ არის. უმრავლეს შემთხვევაში ის მზადდება ყველის მონარჩენებისგან, რომლებიც ერევა რძის პროდუქტებს, კოლაგენის და კვებით საღებავებს. ნატრიუმის მაღალი შემცველობისა და ცხიმების დიდი რაოდენობის გამო ეს პროდუქტი გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ფოსფატური კვებითი დანამატები კი მოქმედებს ძვლებსა და თირკმელებზე, რადგან არღვევს კალციუმის ბალანსს. გარდა ამისა, საკმაოდ კალორიულია.
მარგარინი
სამეცნიერო სამყაროსთვის სიტყვა "მარგარინი" რა ხანია იქცა ტრანს-ცხიმების სინონიმად, რაც თავის მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კვებით ბოროტებად არის აღიარებული. მრავალრიცხოვანი კვლლევების შემდეგ მხოლოდ ამტკიცებენ კიდევ ერთხელ, რომ მცენარეული ცხიმების ეს სახეობა ყველაზე საშიშია არსებულთა შორის. ტრანს-ცხიმების მიღება იწვევს იმას, რომ უჯრედები კარგავენ უნარს, მიიღონ საჭირო საკვები ნივთიერებები და გამოყონ მემბრანებიდან ტოქსინები. შესაძლოა მრავალრიცხოვანი პათოლოგიის რისკი: დიაბეტის, სიმსუქნის, ონკოლოგიური და ნერვული სისტემის დაავადებების ჩათვლით.
"უშაქრო" ტკბილეული
პროდუქტები, რომლებსაც აქვს ნიშანი, თითქოს უშაქროა (სუგარ ფრეე), შაქრის ხელოვნურ შემცვლელებს შეიცავს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ძირითადად ეს სინთეტიკური ნივთიერებებია, რომლებიც არ უთავსდება საჭმლის მომნელებელ სისტემას - ორგანიზმი მას უბრალოდ ვერ ინელებს. "დიეტური" კანფეტების ნეგატიური ეფექტის სია საკმაოდ შთამბეჭდავია: დეპრესიები, ჰორმონალური დისბალანსი, ნერვული უჯრედების დარღვევა, ზედმეტი წონა და ა.შ.
პურფუნთუშეული
პური და ცომეული შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტ კილოგრამებს აკონტროლებთ. და თანაც, აქ საუბარია იმ პროდუტებზე, რომლებიც შეიცავს კალიუმის ბრომატს (კარგად ამოიკითხეთ შეფუთვაზე!), რომელსაც კვლავაც იყენებს ბევრი. კვლევების დროს გაირკვა, რომ ეს ნივთიერება, რომელსაც ცხობისას იყენებენ, პირდაპირ კავშირშია ონკოლოგიურ დაავადებებთან.
პოპკორნი (ბატიბუტი)
თითქოსდა უმტკივნეულო გასართობი პროდუქტი, თუმცა მრავალი რისკის შემცველია. ძირითადად მის შემადგენლობაში შედის ისეთი ქიმიური ელემენტი, როგორიცაა პერფოროქტანური სულფონის მჟავა - სუფთა კანცეროგენი. მას იმისთვის იყენებენ, რომ ეს ჰაეროვანი პროდუქტი პაკეტს არ მიეკროს. ნივთიერება ანგრევს ფილტვების კედლებს და საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისთვის.
რაც შეეხება ქუჩაში ნაყიდ ბატიბუტს, მასში არის საშიშროება, რომ გაურკვეველ სიმინდს და გაურკვეველ ზეთს იყენებენ, ზეთს, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში წვავენ და ესეც ერთ-ერთი ყველაზე საშიში კანცეროგენია.