"როცა ოჯახში ორი ბავშვია, თითქოს არის წონასწორობა... როცა მესამე ჩნდება, ჰარმონია ირღვევა." ცნობილმა მსახიობმა ცოტა ხნის წინ გააჩინა მეორე შვილი და ამბობს, რომ მესამეს აღარ გეგმავს. 33 წლის მილას და მის ქმარს - 39 წლის ეშტონ კატჩერს 2 წლის გოგონა უაიტი ჰყავთ და ახალშობილი დიმიტრი.
- შესანიშნავად ვუმკლავდებით ორ ბავშვს. ისინი ჯანმრთელები არიან და ეს ძალიან კარგია. როცა ოჯახში ორი ბავშვია, თითქოს არის წონასწორობა - თითოს თითო ბავშვი ჰყავს და ეს სამართლიანია. როცა მესამე ჩნდება, ჰარმონია ირღვევა. არ ვიცი, როგორ გავაკეთო ისე, რომ სამივე ბავშვს გავუნაწილო ყურადღება.
მილა აღიარებს, რომ მთელი სახლი ბავშვებმა დაიპყრეს:
- ვიხრჩობით ბავშვების სათამაშოებში, საფენებში... ეს სიგიჟეა!
წყვილი მთელ თავისუფალ დროს ოჯახს უთმობს, ერთად ატარებენ უქმეებს, ერთმანეთს ყველაფერში მხარში უდგანან.