"არ მეგულება ადამიანი, ვინც ასეთ ძალებს პოულობს საკუთარ თავში, საკუთარივე თავზე გასამარჯვებლად..." ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის და ფოტოს თანახმად, მაია ასათიანი ეთერში ბრუნდება და ისევ "პროფილს" წაიყვანს:
"თითქმის 20 წელია ვუყურებ ეკრანზე და ეკრანს მიღმაც, არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ნიჭიერი, განათლებული, საოცრად შრომისმოყვარეათქო, ეს ყველამ იცის. მთელი მისი ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ, ბრძოლა სხვისი გადარჩენისთვის, ბრძოლა სხვისი შვილებისთვის...... მართლა არ ვიცი, თუ არსებობს სხვა ადამიანი, ვისაც იმდენი სიკეთე უკეთებია რამდენიც მაია ასათიანს, არ მეგულება ადამიანი, ვინც ასეთ ძალებს პოულობს საკუთარ თავში, საკუთარივე თავზე გასამარჯვებლად, ეს გოგო არის უდიდესი მაგალითი უმრავი ადამიანისთვის... მაია ეთერში ბრუნდება!!!" - წერს მისი კოლეგა, ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.