დედაქალაქის მთავრობის 4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს სამოქალაქო პლატფორის - „ახალი საქართველო“ და მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის მთავრობის 4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს.
აღნიშნულ თანამდებობაზე ია მაქაცარია-ჩხაიძის წლიური შემოსავალი 66 425 ლარი იყო.
გასული წლის 27 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ფლობს - 203.10 კვადრატული მეტრისა და 114.60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინებს თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 67.40 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართსა და 18 კვ. მეტრის ავტოფარეხს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „იაგუარი“.
მაქაცარია შპს „ქართული სულის“ პარტნიორია, თუმცა საწარმოს საქმიანობით წინა წელს შემოსავალი არ მიუღია.
დედაქალაქის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს ჰყავს მეუღლე ზურაბ ჩხაიძე და შვილები - ალექსანდრე, ნიკოლოზ და კონსტანტინე ჩხაიძეები. განაგრძეთ კითხვა