ქმრის მიერ მოკლული 4 შვილის დედის დაობლებული შვილები ბედის ანაბარა არიან 4 შვილის დედის, თათია ვაჩეიშვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა საზოგადოება შეძრა (იხილეთ სტატია და მკვლელობის დეტალები). ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალი მარტო ზრდიდა 4 შვილს და ხშირად ითხოვდა დახმარებას. ახლა მისი შვილები დაობლდნენ, ბედის ანაბარა დარჩნენ. მისმა ქალიშვილმა ნატო ხოსროშვილმა რამდენიმე ჯგუფში, სადაც თათიას დედები ხშირად ეხმარებოდნენ, პოსტი დადო:
"გამარჯობა. მე გარდაცვლილი თათია ვაჩეიშვლის შვილი ვარ... ის მოკლეს, ელექტროსადენით გაგუდეს და ოთხი შვილი დავრჩით უდედოდ.
ყველაზე მცირეწლოვანი 1 წლისაა. ამ ეტაპზე არ გვაქვს პატარას საჭმელი და პამპერსი, გთხოვთ, ვინმეს გაქვთ რაიმე, თუნდაც ელემენტარულის გაკეთების და დახმარების შესაძლებლობა, დაგვეხმარეთ.
ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ ახლა ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება".
ეს ნატოს ნომერია 579960133 და ვისაც მოესურვება დახმარება, შეუძლია, შეეხმიანოს.
გარდა ამისა, საქმეში აკა სინჯიკაშვილიც ჩაერთო და თავადაც იზრუნებს ამ ოჯახისთვის დახმარების მობილიზებაზე:
"თათია მარტო ზრდიდა 4 შვილს, მარგალიტებივით ბავშვები არიან, უმცროსი - თამარი ჯერ ერთი წლისაა დატრიალდა საშინელება და რამდენიმე დღის წინ თათია ყოფილმა ქმარმა მოკლა. დენის სადენით დაახრჩო ამ მანიაკმა.
თათიას ახლა ნამდვილი ფრთები აქვს და ცაში გაფრინდება, მისი ნაბიჭვარი მკვლელი კი დიდი იმედი მაქვს კედელზე თავის რტყმით დაასრულებს სიცოცხლეს.
ბავშვები ჩვენი მისახედები არიან, უამრავი პრობლემა აქვთ და აუცილებლად მივხედავ, იმიტომ რომ თათია სულ მეუბნებოდა ჩვენი ანგელოზი ხარო
მჭირდება ბავშვების გამოცდილი ფსიქოლოგი, რომელიც უსასყიდლოდ დაეხმარება. სხვა დანარჩენ პრობლემებს ნელნელა მოვაგვარებთ, მთავარია ბავშვები მეტად აღარ დაზიანდნენ. მისამართი შეგიძლიათ მთხოვოთ ინბოქსში, ფული კი შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე -
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით", - წერს სინჯიკაშვილი.