ორგანიზატორები გააფრთხილეს, რომ სალვადორს გულის მძიმე დაავადება აქვს და თუ რამე დაუგეგმავი მოხდებოდა, ის თავის დას უნდა შეეცვალა... "ევროვიზია" 2017 დამთავრდა და მისი გამარჯვებული პორტუგალიელი მომღერალი გახდა - 27 წლის სალვადორ სობრალი. მისმა სიმღერამ და გამორჩეულმა ხმამ უამრავი ადამიანი მოხიბლა და ბიჭს გამარჯვება მოუტანა, თუმცა თავად ამბობს, რომ ნამდვილად არ ელოდა ამას.
სალვადორი დაბადებიდან სერიოზულად არის ავად - გულის მანკი აქვს. ამიტომ კონკურსის ორგანიზატორები პორტუგალიელებმა თავიდანვე გააფრთხილეს, რომ სალვადორს გულის მძიმე დაავადება აქვს და თუ რამე დაუგეგმავი მოხდებოდა, ის თავის დას უნდა შეეცვალა... ასევე კონკურსის ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს სალვადორის შემთხვევაში და მან გამოტოვა ნახევარფინალის გენერალური რეპეტიციები. სალვადორს ნება დართეს, პრაქტიკულად უკანასკნელ მომენტში ჩაფრენილიყო კიევში.
მართალია ამ ფაქტს ყველა სულაც არ შეხვდა გაგებით. სხვა მონაწილეების თაყვანისმცემლებმა ეს ხელმძღვანელობის მხრიდან გადამეტებულ დათმობად მიიღეს და იმითაც დაინტერესდნენ, რა საჭირო იყო კონკურსზე ასეთი ავადმყოფი მუსიკოსის გაშვება. თუმცაღა სალვადორის ნიჭმა და მიზანდასახულობამ ყველას და ყველაფერს აჯობა და დღეს ის უკვე გამარჯვებულია.
თავის სიმღერაში სალვადორი მღერის გულზე, რომელიც, ტექსტის თანახმად, "ყველაფერს გაუძლებს და ორის ნაცვლადაც შეიყვარებს".