"ოთხმა ოჯახმა დაკარგა მარჩენალი, 8 შვილი დარჩა მამის გარეშე... 13 საათი გაცხელებულ ნახშირში იყვნენ..." 9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა. ცხედრები მაშველებმა შახტიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. დაღუპულებში ყველაზე ახალგაზრდა, 45 წლის ალექსანდრე ჭელიშვილი იყო, რომელსაც ცოლი და ერთი შვილი დარჩა. ცოლი და ორი შვილი დარჩა 55 წლის გიზო კუბლაშვილს. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ასევე 56 წლის გიზო გუბელიძე. მასაც მეუღლე და ორი შვილი დარჩა. 57 წლის ბიქტორ დაღუნდარიძეს ასევე მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.
Ambebi.ge-ს ერთ-ერთი გარდაცვლილის ალეკო ჭელიშვილის ოჯახის მეგობარი ლელა ბოჭორიშვილი ესაუბრა, რომლის მეუღლეც ასევე შახტაშია დასაქმებული.
- ალეკო ჩემი ქმრის მეგობარი იყო, მისი გარდაცვალება ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია. ტყიბულში ტრაგედია ტრიალებს, ისედაც დაცარიელებულ ქალაქში, ერთმანეთზე საუკეთესო ადამიანები გარდაიცვალნენ, მთელი ქალაქი დადუმებულია. განაგრძეთ კითხვა