ოთხი შვილის დედამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ დედების მხარდასაჭერად, რომელთათვისაც რთულია წონის კორექცია...
სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ფიტნეს-დედებს, რომლებსაც ბოლო მშობიარობიდან სულ ცოტა ხანში ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ძველი ფორმების დბრუნება შეუძლიათ.
მსგავსი ფიტნეს-ბუმი დამამძიმებლად მოქმედებს ახალბედა დედებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ მშობიარობიდან რამდენიმე თვეშიც კი ფორმაში ჩადგომა. ამის მიზეზი გარდა სიზარმაცისა, მრავალი სხვა მიზეზი შეიძლება იყოს.
26 წლის 4 შვილის დედას ემი უოლერს არ შერცხვა სოციალურ ქსელში ფოტოს დადება, სადაც ის შიშველია და ძუძუს აჭმევს თავის 12 კვირის გოგონას.
ქალმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ დედების მხარდასაჭერად, რომელთათვისაც რთულია წონის კორექცია.
"ამ სურათში საშინლად გამოვიყურები: დიდი მუცელი, სტრიები... მაგრამ ხალხი კომენტარებში წერს, რომ ეს არის საუკეთესო, რაც კი მათ ოდესმე უნახავთ, - წერს ემი, - ახლა არ მაინტერესებს, როგორ გამოიყურება ჩემი სხეული. ამ სხეულმა აჩუქა სიცოცხლე ჩემს გოგონას და ამიტომ ლიგიკურია, რომ მუცელი " ჩამოკიდეული" მაქვს".
12 კვირის წინ გავაჩინე ჩემი გოგონა. ქალის სხეულს ბევრი რამის გაძლება შეუძლია, მაგრამ საუბედუროდ, მე არ ვარ სუპერ ქალი. ეს ბუნებრივი პროცესია, რის შემდეგაც ასე გამოვიყურები. შევეცადე მაგალითი მიმეცა უამრავი დედისთვის, ნუ შერცხვებათ საკუთარი სხეულის. ჩვენი სხეული ყოვლისშემძლე და მშვენიერია".
მორალური პრესინგის მიუხედავად, ყოველი ქალი უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ მისმა სხეულმა სასაწაული მოახდინა - შვა ახალი სიცოცხლე.
ჩემსა და ელისს შორის საოცარი კავშირია. ის გრძნობს, როდესაც შევდივარ ოთახში, მას სიხარულისგან თვალები უბრწყინავს", - ამბობს ემი.
"ფოტოზე ელისი მიყურებს და იღიმება. ეს ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა დედამიწაზე! მე ხომ მისთვის სიყვარულის, მზრუნველობის მოფერების და გემრიელი რძის წყარო ვარ. ჩემი სხეული იძლევა იმას, რაც მას ესაჭიროება!"
ყოველი დედა თვითონ წყვეტს ებრძოლოს ზედმეტ წონას თუ არა. არავინ ამბობს იმას, რომ არ უნდა იზრუნო საკუთარ გარეგნობაზე, თუმცა ყოველ ჩვენთაგანს აქვს ინდივიდუალური შესაძლებლობები, რომლებიც მისევე სურვილითა და გადაწყვეტილებით უნდა იქნას გამოყენებული...
თუმცა რასაკვირველია, ყველა არ აღუფრთოვანებია ქალბატონის ამ თამამ გადაწყვეტილებას და ბევრმა გაკიცხა კიდეც.