ტელეწამყვანმა პირველად გამოაჩინა გაზრდილი შვილი თინა კანდელაკმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა მოზრდილი შვილის ფოტო.
15 წლის ლეონტი კონდრახინი სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა და წარმატებით დაამთავრა. კვლავაც სამხედრო სფეროში აგრძელებს მოღვაწეობას და სწავლის გაგრძელებას, როგორც თინა ამბობს.
ბიჭის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "რა სიმპათიურია!", "და-ძმასავით ხართ!", "რა მაგარი ბიჭი დადგა!" - წერენ კომენტარებში.
41 წლის თინა თავადაც კარგად გამოიყურება და როგორც ჩანს, თავს კარგად გრძნობს ახალ რჩეულთან.
ლეონტის გარდა თინას პირველი ქმრისგან ჰყავს გოგონა მელანია, რომელიც ასევე უკვე დიდი გოგოა.