იმდენად მომრავლდა კერძო სკოლები, რომ საჯარო სკოლები ბევრისთვის მეორე ხარისხოვანი გახდა ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მომღერალი სოფო ხალვაში წლებია ბათუმში საქმიანობს. საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია აქვს და სტუდია ბასტი-ბუბუს ბათუმის ფილიალს ხელმძღვანლობს.
ამჟამად თავის ორი გოგონასთან 9 წლის ქეთოსთან და 3 წლის მარიამთან ერთად 3 ივლისისთვის სწორედ ბასტი-ბუბუს კონცერტზე გამოსასვლელად ემზადება. ქეთოს სცენის გამოცდილება უკვე აქვს, მარიამისთვის კი ეს პირველი ნაბიჯები იქნება.
- არ ვიცი, როგორ გავართმევთ თავს, ვნახოთ... ზოგადად ძალიან უხარია, როცა ბავშვებს ხედავს, მოსწონს ლამაზი ფორმები, რომ უნდა ჩაიცვას, მაგრამ სცენაზე რამდენად კომფორტულად იგრძნობს თავს ჯერ არ ვიცი. ზოგჯერ ბავშვებისთვის სტრესულია ეს მომენტი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი თამაშით და პოზიტიურად მივაწოდეთ მათ. კონცერტი ბათუმში, საზაფხულო თეატრში გაიმართება, ეს თბილისის და ბათუმის სტუდიებს ერთობლივი შოუ იქნება, სადაც 25 წლის განმავლობაში შექმნილი საუკეთესო სიმღერებს შევასრულებთ. ბაბილინა, გიო, ბასტი და ბუბუც, რა ტქმა უნდა, ჩვენთან იქნებიან.
- შვილის სცენაზე გასვლის წინ მშობლები უფრო ნერვიულობენ, ვიდრე ბავშვები. თქვენ როგორი განწყობა გაქვთ?
- -ეს ყოველთის ასეა. მეც, როცა კონცერტებზე გამოვდიოდი, დედაჩემი უფრო ნერვიულობდა და ღელავდა ვიდრე მე. დღეს მეც ასე ვარ. მშობლების ჩართულობა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ცხოვრებაში. მშობლის განწყობა ყოველთვის აისახება ბავშვის ხასიათზე. თუ მშობლის ინტერსი გაცხოველებული არ არის იმ სფეროს მიმართ, რომლითაც შვილია დაინტერესებული, მაშინ დიდი შანსია ბავშვმაც დაკარგოს ეს ინტერესი. ამიტომ ყველაფერში გვერდით უნდა დავუდგეთ შვილებს, თანაგდომა და ხარდაჭერა ვაგრძნობინოთ. ასევე ვთვლი, რომ მშობელმა თავისი სურვილები არ უნდა მოახვიოს შვილს თავზე და ძალით არ უნდა ატაროს ამა თუ იმ წრეებზე.
- როცა საქმე შვილების განათლებას და განვითარებას ეხება, მშობლები ძალიან ფრთხილები ვხდებით. თქვენ როგორ შეარჩიეთ თქვენი შვილებისთვის ბაღი ან სკოლა?
- ვთვლი, რომ მხოლოდ საგნების სწავლა არ არის მნიშვნელოვანი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის პიროვნული განვითარება. ბავშვი სწორად უნდა განვითარდეს. იმდენად მომრავლდა კერძო სკოლები, რომ საჯარო სკოლები ბევრისთვის მეორე ხარისხოვანი გახდა. ჩემი შვილი სასულიერო გიმნაზიაში დამყავს, რომელიც არაჩვეულებრივად არის მორგებული ბავშვებზე. მეოთხე კლასამდე ბავშვებს ნიშნებს არ უწერენ. ბავშვები არ არიან ორიენტირებული ნიშნებზე, აქ აქცენტი გამახვილებულია ხარისხიან ცოდნაზე. განსხვავებული მიმართულებით მიდიან და ეს ძალიან მომწონს.
-როგორ თვლით ბავშვს დატვირთული დღის რეჟიმი, თუ მეტი თავისული დრო უნდა ჰქონდეს?
-ვთვლი, რომ ბავშვი მაქსიმალურად უნდა იყოს დატვირთული. ბავშვებს იმდენად აქვთ მოზღვავებული ენერგია, რომ ისინი ყველაფერს მოახერხებენ - ნაყოფიერ შრომასაც და დასვენებასაც. პატარაობიდანვე ბავშვი ბევრ წრეზე უნდა ვატაროთ, შემდეგ თვითონ მიხვდება რა უკეთესად გამოსდის, რა იტაცებს და თავად გააკეთებს არჩევანს, რა გზით განვითარდეს და რა სფერო აირჩიოს.
-თქვენი შვილები რა წრეებზე დაგყავთ?
-თავიდან ქეთო დამყავდა მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც მინდოდა, რომ კლასიკური განათლება მიეღო. მეორე წელს თვითონ გამომაყვანინა თავი, რადგან ჩემი სურვილი უფრო იყო, ვიდრე მისი. წელს თავად გაუჩნდა სურვილი, რომ მიიღოს კლასიკური განათლება და ძალიან მიხარია. სექტემბრიდან ისევ გააგრძელებს სწავლას. უფრო ხელოვნებისკენ აქვს მიდრეკილება, ხატავს, არაჩვეულებრივად ძერწავს, ამიტომ ვაპირებთ ხატვაზე მისვლას. დამყავს კორტებზე, ჩოგბურთზე. რაც მთავარია დავდივართ "ბასტი-ბუბუში".
-თანამედროვე აღზრდის მეთოდებზე რა აზრის ხართ? როგორ ფიქრობთ მკაცრად უნდა აღიზარდოს ბავშვი, თუ პირიქით?
-ბავშვთან მიმართებაში არანაირი სიმკაცრის მომხრე არ ვარ. ბავშვი ვერ ხვდება რაზე ვუბრაზდებით მას. თუ მშვიდად არ ავუხსნით, რა შეიძლება მისთვის და რა არა, შედეგს ვერ მივაღწევთ. მეც, რომ მიკრძალავენ რაღაცას, მაინცდამაინც ის მინდა, რომ გავაკეთო და მაინც იმას ვაკეთებ. ადამიანები ვართ ყველა, მაშინ ძალიან ბრძენი უნდა იყო, რომ არ გააკეთო. ბავშვს ეს არ შუძლია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდად ავუხსნათ ყველაფერი და არა ყვირილით, ან დასჯით.
მერი ბლიაძე