ნიკა და ლუკა ცანავები სამართალდამცველებმა თბილისში დღეს დილით ჩამოიყვანეს 14 წლის ტყუპი ძმა, რომლებიც თბილისიდან დაიკარგნენ და ოჯახი მათ ორი დღე ეძებდა, პოლიციამ ბათუმში იპოვა. ტყუპები - ნიკა და ლუკა ცანავები სამართალდამცველებმა თბილისში დღეს დილით ჩამოიყვანეს.
როგორც მოზარდების ძმა ბაკურ ცანავა AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, ისინი ახლა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე არიან:
"კარგად არიან, ყველაფერი კარგადაა. ახლა განყოფილებაში ყავთ, დაკითხავენ და გამოუშვებენ" - გვითხრა ბაკურ ცანავამ.
მისივე თქმით, როგორც ინფორმაცია აქვთ, ბავშვები ზღვისპირეთში სამარშრუტო ტაქსით წავიდნენ და მათთან ერთად კიდევ ერთი მოზარდი იყო, რომლის ვინაობაც ოჯახმა ჯერ არ იცის.
"როგორც ჩანს ფული ქონდათ, აბა ისე ვინ წაიყვანდათ? მაგრამ საიდან ჰქონდათ, ეგ არ ვიცით. განაგრძეთ კითხვა