გურიაში ტრაილერს მისაბმელი მოწყდა და ავტომობილს დაეცა - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი - მშობლები

გურიაში ტრაილერს მისაბმელი მოწყდა და ავტომობილს დაეცა - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი

2017-08-24 07:42:31+04:00

გარდაცვლილებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია გურიაში, სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რაც მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

მსუბუქ ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, კიდევ 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.

ტრაილერის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. შემთხვევა გამთენიისას, 05:00 საათზე მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც 5 ან 5-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინტერპრესნიუსი