გარდაცვლილ ახალგზარდა ცოლ-ქმარს 4 თვის შვილი დარჩათ - ვინ იყო ოჯახი, რომელიც გურიაში ავარიამ შეიწირა - მშობლები

გარდაცვლილ ახალგზარდა ცოლ-ქმარს 4 თვის შვილი დარჩათ - ვინ იყო ოჯახი, რომელიც გურიაში ავარიამ შეიწირა

2017-08-24 16:07:15+04:00

ბოლქვაძეების ოჯახი ბათუმიდან თბილისში სამკურნალოდ მიდიოდა - 6 წლის ბავშვი ექიმთან უნდა მიეყვანათ... გურიაში, სოფელ ჩიბათთან, გამთენიისას საზარელი ავარია მოხდა, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ ტრაილერს მისაბმელი მოძვრა და საპირისპირო მიმართულებით - ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

ავტომობილში ერთი ოჯახის 6 წევრი იყო, მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შუა ხნის მამაკაცი თავის ქალის მძიმე ტრავმითა და მხრის ძვლის მოტეხილობით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ბოლქვაძეების ოჯახი ბათუმიდან თბილისში სამკურნალოდ მიდიოდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს 6 წლის ბავშვი ექიმთან უნდა მიეყვანა... განაგრძეთ კითხვა