მშობლები ხშირად ეძებენ ლამაზი ჟღერადობის, შედარებით იშვიათ სახელებს. წარმოგიდგენთ 6 სახელს გოგონასთვის, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებულ ბავშვებს განსაკუთრებით მოუხდებათ.
როზი - "ყვავილების დედოფალი". ერთ-ერთი ვერსიით, ეს სახელი ჩვენთან ბიზანტიიდან შემოვიდა და ის ამავე სახელწოდების ყვავილის, ვარდის სახელიდან მომდინარეობს.
ვიოლეტი, ვიოლა - ლათინურად "იისფერს" ნიშნავს. იტალიასა და საფრანგეთში ვიოლეტი ძალიან გავრელებული სახელია. საქართვლოში კი ეს ლამაზი სახელი სახელი დაუმსახურებლად მოკლებულია ყურადღებას.
ლილი - მომდინარეობს ლათინური ლილიუმიდან - ყვავილის სახელწოდებიდან. მაგრამ არსებობს ამ სახელის წარმოშობის კიდევ ერთი ვერსია. ითვლება, რომ ლილი სახელ ლილიტის შემცირებული ფორმაა. ებრაულ მითოლოგიის მიხედვით, ის ადამის პირველი ცოლი იყო.
ჟასმინი -გახსოვთ მშვენიერი პრინცესა ალადინის ზღაპრიდან? მის სახელს სპარსული ფესვები აქვს და, რა თქმა უნდა, "ჟასმინის ყვავილს" ნიშნავს. გადატანითი მნიშვნელობით ის ასევე ითარგმნება როგორც "ღმერთების საჩუქარი" და "სურნელოვანი".
ფლორა - ლათინურად ნიშნავს "აყვავებულს", "მდიდრულს". ეს რომაული ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთის სახელია. ევროპის ქვეყნებში ძალიან გავრცელებულია მისი მამაკაცური ფორმაც კი, ფლორიანი.
მარგარიტა - სხვათა შორის, ამ სახელის წარმოშობაზე ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მას გვირილას ყვავილის ჯღერადობა აქვს, მისი მნიშვნელობა ყვავილებთან არაფერ შუაშია. ბერძნულიდან თარგმნილი ეს სახელი "მარგალიტს" ნიშნავს.