ცნობილი ქართველი დიზაინერი გურამ გვასალია, რომელიც სულ უფრო და უფრო აქტიურად ჩნდება ვარსკვლავების საზოგადოებაში და მასზე ბოლო დროს ხშირად წერს დასავლური პრესა, ამჯერად პოპვარსკვლავ Doja Cat-თან ერთად გამოჩნდა თაიმს სქვერზე, ნიო იორკში. წყვილი დაცვის თანხლებით იყო, მაკდონალდსში წაიხემსა და შემდეგ შოპინგიც მოაწყო. ყველაზე მეტად მათმა ჩაცმულობამ მიიპყრო ყურადღება. Vetements-ის კრეატიული დირექტორი გურამი ის სამყვარელ დიდი ზომის სამოსში იყო გამოწყობილი, სკანდალური ჩაცმის მოყვარულ დოჯას კი პოლიეთილენის პარკის მიკრო-ქვედაბოლო და ბანდო "ეცვა". "ახალი კანიე და ბიანკა?" - წერდნენ კომენტარებში, რადგან ძალიან ჰგავდა ეს გამოსვლა კანიე უესტისა და ბიანკა ცენზორის გამოსვლას.
თუმცა დოჯა ძალიან ცნობილია უცნაური ლუქებით და ეს პირველი სკანდალური გამოსვლა ნამდვილად არ იყო.