ნოე სულაბერიძე მოდელ მეუღლეს - ჯანეტ ქერდიყოშვილს მადლობას უხდის ერთად გატარებული 5 წლისთვის. წყვილი სწორედ ამდენი ხანია, უკვე ერთადაა და ცოტა ხანში მათ ოჯახს კიდევ ერთი შვილი შეემატება.
"5 წელი ერთად! გმადლობ, რომ ხარ საუკეთესო ცოლი, დედა და მეგობარი!" - წერს ნოე სოციალურ ქსელში და ფეხმძიმე მეუღლესა და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ნოესთვის მომავალი პატარა მეოთხე შვილი იქნება - მას წინა ქორწინებებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მამასთან ერთად.