ჩვენი დროის "შავლეგოს" - მე­რაბ კოს­ტა­ვას გზა და ნაკლებად ცნობილი ფოტოები - მშობლები

ჩვენი დროის "შავლეგოს" - მე­რაბ კოს­ტა­ვას გზა და ნაკლებად ცნობილი ფოტოები

2025-05-26 13:05:27+04:00

მერაბ კოსტავა: "დადგება დრო, როცა საქართველო გახდება თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ თუ ამ დროს შენ არ იქნები თავისუფლებისთვის მებრძოლი, მაშინ შენც და ქვეყანაც დაკარგავთ ამ თავისუფლებას".

  • 1939 წელს, 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაიბადა.
  • 1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან დაიღუპა. ის მაშინ 50 წლის იყო.

დღემდე ძნელია დაზუსტებით იმის მტკიცება, ბორითთან მომხდარი ავტოავარია მართლაც უბედური შემთხვევა იყო თუ დაგეგმილი მკვლელობა. ბავშვობიდან დისიდენტიმერაბ კოსტავაქართული ეროვნული მოძრაობისთვის იმდენად დიდი ფიგურა იყო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა შემთხვევითობა თავიდანვე გამორიცხა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერიზურაბ ჭავჭავაძე.

სწავლობდა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში.

გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით, იმის გამო, რომ კარგი მუსიკალური მონაცემები აღმოაჩნდა, IX კლასიდან სწავლა ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა. კარგად უკრავდა, მღეროდა, ლექსებს წერდა. მოსწავლეობის პერიოდიდან იწყება პოლიტიკური მოღვაწეობა, რადგანაც გაიცნო და დაუმეგობრდაზვიად გამსახურდიასდა მასთან და რამდენიმე თანატოლთან ერთად, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პირველი პატრიოტული, არალეგალური ორგანიზაცია "გორგასლიანი" დააარსა.

1956 წლის დეკემბერში კი რუსთაველისა და მაშინდელი "პლეხანოვის" გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისთვის საიდუმლო ორგანიზაცია "გორგასლიანის" წევრები -ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე, ანატოლი მიქაძე და გურამ დოჩანაშვილი დაიჭირეს. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. 1972 წელს მერაბ კოსტავამ ზვიად გამსახურდიასთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბა. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: "მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისთვის.განაგრძეთ კითხვა

მერაბ კოსტავას ქალიშვილი გათხოვდა - ჩემი საყვარელი თამთა კოსტავას მეჯვარე ვარ დღეს... სიძე - ბიძინა მესხი