"თეთრკანიანი მოსახლეობა გადაშენების პირასაა" - ილონ მასკის სკანდალური განცხადება და დემოგრაფიული გეგმები - მშობლები

"თეთრკანიანი მოსახლეობა გადაშენების პირასაა" - ილონ მასკის სკანდალური განცხადება და დემოგრაფიული გეგმები

2025-12-06 23:54:38+04:00

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, რომელიც უკვე წლებია აქტიურად საუბრობს გლობალური შობადობის კლებაზე, კიდევ ერთ ხმაურიან განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მსოფლიოს თეთრკანიანი მოსახლეობა გაქრობის ზღვარზეა.

სოციალურ ქსელ X-ში მასკმა უპასუხა ერთ პოსტს, სადაც აღნიშნული იყო, რომ:

  • დაახლოებით 100 წლის წინ მსოფლიოს მოსახლეობის 35% თეთრკანიანები იყვნენ

  • 50 წლის წინ — 20%

  • 25 წლის წინ — 15%

  • დღეს კი — მხოლოდ 8%

ამ მონაცემებს მასკმა ასეთი კომენტარი დაურთო:

„თუ მიმდინარე ტენდენციები გაგრძელდება, თეთრკანიანები უმცირესობიდან გადაშენებულთა კატეგორიაში გადავლენ!“

ილონ მასკი ხშირად აცხადებს, რომ დაბალი შობადობა ცივილიზაციის ყველაზე დიდ საფრთხედ მიაჩნია. არაერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ ადამიანებმა „უნდა გააჩინონ მეტი ბავშვი“, რათა მსოფლიო მოსახლეობის კლებამ კრიზისულ ნიშნულს არ მიაღწიოს.

მასკი ხშირად ამბობს, რომ დემოგრაფიული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ განვითარებულ ქვეყნებში აისახება. თავის შვილებზე საუბრისას კი ხაზს უსვამს, რომ უნდა, მომავალში "ბევრი ჭკვიანი ბავშვი დატოვოს".

მასკს 13 შვილი ჰყავს (ერთი შვილი ჩვილობაში ბავშვთა სიკვდილის სინდრომით გარდაიცვალა).

მისი პარტნიორები სხვადასხვა პერიოდში იყვნენ: ჯასტინ უილსონი — კანადელი მწერალი, ტალულა რაილი — ბრიტანელი მსახიობი, გრაიმსი — მომღერალი, რომელთანაც დღემდე კონფლიქტი აქვს შვილებთან დაკავშირებით

გავრცელებული ინფორმაციით, მასკს შესაძლოა ოფიციალურად ცნობილი 13-ის გარდა სხვა შვილებიც ჰყავდეს.

ილონ მასკმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის სპერმის დონორიც გახდეს, როგორც ამას, მისი თქმით, პროგრამისტი პაველ დუროვი აკეთებს. ასევე ის გეგმავდა ტეხასში სპეციალური საცხოვრებელი სახლის აშენებას იმ ქალებისთვის, ვინც მისი შვილების დედები გახდებიან.

ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ მასკის დემოგრაფიული მისია გაცილებით მასშტაბურია და მისი შვილების რეალური რაოდენობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.