ნოდიკო ტატიშვილის შვილი გაქრისტიანდა - პატარა კესანეს ცნობილი ნათლიები ჰყავს - მშობლები

ნოდიკო ტატიშვილის შვილი გაქრისტიანდა - პატარა კესანეს ცნობილი ნათლიები ჰყავს

2025-12-25 18:28:52+04:00

გასულ თვეს ნოდიკო ტატიშვილის ცხოვრებაში მომხდარმა სასიხარულო ამბავმა საზოგადოების გაოცება გამოიწვია. მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ნოდიკო მამა გახდა და პატარა კესანე შეეძინა. ერთი შეხედვით ამ ამბავში განსაცვიფრებელი არაფერია, თუმცა, თბილისი პატარა ქალაქია და როგორც არ უნდა მალავდნენ პირადი ცხოვრების ამბებს, ბოლოს მაინც მჟღავნდება ხოლმე. ნოდიკოს შემთხვევაში კი ასე არ მოხდა და გაოცებაც სწორად ამ ფაქტმა გამოიწვია.

nodiko-1764572594.png

მისი შვილის დედა თათია ერქვანიძეა, რომელიც 10 წელზე მეტია რეპროდუქციული ტექნოლოგიის სფეროში საქმიანობს. წყვილის ურთიერთობაზე მანამდე არაფერი იყო ცნობილი, სანამ არ გავიგეთ, რომ კესანე შეეძინათ.

nodiko-tatishvili-1766676697.jpg

dbce7df3-a918-4c58-8696-ddd38e7290ad-1766673476.jpg

დღეს კესანე გაქრისტიანდა და მისი ფოტოებიც გასაჯაროვდა. ნათლიები ლელა წურწუმია და ლაშა უჩავა არიან, თავად ნოდიკოს 34 ნათლული ჰყოლია, საკუთარი შვილისთვის კი ნათლიებად ტრადიციულად ახლო მეგობრები შეარჩია.

თეკლა ჟვანია

ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა პატარა კესანე, რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი... მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რომ მე და თათია ასე გაგვაბედნიერა... ახლა ჩვენი მთელი ცხოვრება, ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი კესანეა - ნოდიკო ტატიშვილის გულახდილი ინტერვიუ