ნოდიკო ტატიშვილის და მისი მეუღლის ცეკვა, ბევრი სიმღერა და ცნობილი სტუმრები - კესანეს ნათლობის წვეულება (ვიდეო) - მშობლები

ნოდიკო ტატიშვილის და მისი მეუღლის ცეკვა, ბევრი სიმღერა და ცნობილი სტუმრები - კესანეს ნათლობის წვეულება (ვიდეო)

2025-12-26 12:41:36+04:00

ნოდიკო ტატიშვილმა და თათია ერქვანიძემ პატარა კესანე გუშინ მონათლეს. ნათლიები ლელა წურწუმია და ლაშა უჩავა არიან.

image-1-1766673194.pngnodiko-tatishvili-1766676697.jpg

ნათლობის შემდგომ წყვილმა დიდი წვეულება მოაწყო, რომელზეც ნოდიკოსთან ერთად, მისმა კოლეგებმაც იმღერეს - სოფო გელოვანმა და ლელა წურწუმიამ. ნოდიკომ და მისმა მეუღლემ საგანგებო ცეკვაც შეასრულეს, დღის ბოლოს კი ტორტიც დაჭრეს ფეიერვერკების ფონზე.

untitled-1-1766740165.jpg

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ნოდიკომ აღნიშნა:

- მე და თათიამ თითქმის ორი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი, ერთ-ერთ ფარმაცევტულ ივენთზე... მერე კიდევ ერთ ივენთზე შევხვდით, მერე სოცქსელში მიწერა და ასე მოვედით აქამდე... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი ადამიანია, სწორი ღირებულებებით, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნია. რაღაცნაირად ძალიაან მოგვეწონა ერთმანეთი, თან პატარები არ ვართ. ჩვენ შემთხვევაში იყო ემოციაც და რაღაც გააზრებული ნაბიჯიც...

გვინდოდა, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ არავის სცოდნოდა... იცოდა ოჯახმა და ვიწრო წრემ... ორსულობის პროცესი არ არის მარტივი, ყველაფერს მოფრთხილება უნდა, თან თათია ემოციურია, ემოციებს მოფრთხილება უნდა და მოვილაპარაკეთ, რომ არსად არ გვეთქვა და გამოგვივიდა...

...სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, თათიას თავისი ვერსიები ჰქონდა, განვიხილავდით... რომ გავიგეთ, გოგო იყო, ზაფხულშივე ვიცოდით, რას დავარქმევდით. მომწონს ძალიან ეს სახელი - კესანე. ბავშვის მოვლის რუტინაში ჩართული ვარ, გამოცვლის დონემდე. თათია გადარეული დედაა, არასდროს არ იღლება. ბავშვი ჭამს დედის რძეს და თათია ამით არის უბედნიერესი. პრეტენზიული არ არის, თუ აწუხებს რაღაც ან შია, გვაგებინებს... ვუმღერი ხოლმე და მოსწონს. ამასწინათ ერთ-ერთ ქართულ სიმღერას ვუმღეროდი და ისე მოეწონა, მშვიდად დაიძინა...