"ორხეველი მანიაკის" სახელით ცნობილი მიხეილ აზალაძე, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სააპელაციო სასამართლომ გასული წლის ზაფხულში გაათავისუფლა, რამდენიმე დღის წინ კი გორში არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე დააკავეს.
ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა უკვე.
"ჩემი მაზლი თბილისში, ორხევის დასახლებაში სახლში დაპატიჟა, გაუმასპინძლდა არყით, მერე როგორც ჩანს, მოუვიდათ შელაპარაკება და მოკლა, დაახრჩო. ჯერ გაგუდა, შემდეგ დაჭრა, თავი მოაჭრა, მკლავი მოაჭრა, ჩადო პოლიეთილენის პარკებში და ნაგვის ურნაში ჩაყარა, ჩამოიტანა და დაწვა. დაიჭირეს, უვადო პატიმრობა ჰქონდა და როგორც ჩანს, გადაუკვალიფიცირეს... მაგ კაცის გარეთ გამოშვება არაფრით არ შეიძლება" - ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი, თეა კუდუხოვი „ფორმულასთან“ საუბრისას.გააგრძელეთ კითხვა