კესანე გასული წლის დეკემბრის თვეში გაქრისტიანდა კიდეც და მისი ფოტოებიც გასაჯაროვდა. ნათლიები ლელა წურწუმია და ლაშა უჩავა არიან, თავად ნოდიკოს 34 ნათლული ჰყოლია, საკუთარი შვილისთვის კი ნათლიებად ტრადიციულად ახლო მეგობრები შეარჩია.

ერთ-ერთ ინტერვიუშინოდიკომ აღნიშნა:
- მე და თათიამ თითქმის ორი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი, ერთ-ერთ ფარმაცევტულ ივენთზე... მერე კიდევ ერთ ივენთზე შევხვდით, მერე სოცქსელში მიწერა და ასე მოვედით აქამდე... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი ადამიანია, სწორი ღირებულებებით, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნია. რაღაცნაირად ძალიაან მოგვეწონა ერთმანეთი, თან პატარები არ ვართ. ჩვენ შემთხვევაში იყო ემოციაც და რაღაც გააზრებული ნაბიჯიც...
...სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, თათიას თავისი ვერსიები ჰქონდა, განვიხილავდით... რომ გავიგეთ, გოგო იყო, ზაფხულშივე ვიცოდით, რას დავარქმევდით. მომწონს ძალიან ეს სახელი - კესანე. ბავშვის მოვლის რუტინაში ჩართული ვარ, გამოცვლის დონემდე. თათია გადარეული დედაა, არასდროს არ იღლება. ბავშვი ჭამს დედის რძეს და თათია ამით არის უბედნიერესი. პრეტენზიული არ არის, თუ აწუხებს რაღაც ან შია, გვაგებინებს... ვუმღერი ხოლმე და მოსწონს. ამასწინათ ერთ-ერთ ქართულ სიმღერას ვუმღეროდი და ისე მოეწონა, მშვიდად დაიძინა...

