როგორც ცნობილია, რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი, 63 წლის გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე) ცოტა ხნის წინ დაშორდა მასზე 44 წლით უმცროს გოგონას, რომელსაც საცოლედ მოიაზრებდა.
ავრორა კიბა საკუთარ თავს მუსიკოსის ცოლსაც კი უწოდებდა, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა. თუმცა, 2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ წყვილი დაშორდა.


ამბობენ, რომ გოგონამ ის შოუბიზნესში თავის დასამკვიდრებლად გამოიყენა და მერე მიატოვა. ლეპსთან ურთიერთობის დროს კიბამ მიიღო სარეკლამო კონტრაქტები და შეთავაზებები შოუებში მონაწილეობის შესახებ.ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ავრორა კიბამ უკვე იპოვა ახალი რჩეული, უფრო ახალგაზრდა და გავლენიანი.
მისი ახალი შეყვარებული რუსტამ გაჯიევია, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბიძაშვილი. წყვილმა სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტოები გაავრცელა.



20 წლის ავრორა კიბამ ჩინეთში შვებულებიდან გადაღებული ფოტოები თავის გამომწერებს გაუზიარა. პეიზაჟების ამსახველ ფოტოებს შორის იყო 36 წლის ბიზნესმენ რუსტამ გაჯიევთან ერთად გადაღებული ფოტოები. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ურთიერთობაზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისმა ახალმა შეყვარებულმა გადაუხადა ავრორას 20 წლის იუბილე 2026 წლის თებერვალში.
კიბას რჩეულის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. რუსტამ გაჯიევი დაიბადა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, რაუფ გაჯიევის და ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორის, სევინჯ გაჯიევას ოჯახში. 2026 წლის მონაცემებით, რუსტამ გაჯიევის წმინდა ქონება 1 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს - ის 2012 წლიდან ქვეყნის წამყვან საინკასაციო სააგენტოს ხელმძღვანელობს.
ლეპსი კი რომანის დასრულების შემდეგ კვლავ ცოლს დაუბრუნდა.