როგორც ცნობილია, ქმრის - ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ "ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღო...
მოკლული ლუკა დარასელიას დედა ინგა ესართია "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" უმძიმესი დანაშაულის და სასამართლოების შესახებ საუბრობს:
41 წლის შვილმკვდარი დედა, რომელიც წლები იყო ემიგრაციაში, თუმცა ყოველდღე ელაპარაკებოდა შვილებ და მათი ყველა სატკივარი იცოდა, იხსენებს, როგორ გაჩნდა მისი შვილის ცხოვრებაში თეკლა გერსამია. როგორ შეიცვალა ლუკა მასთან ურთიერთობის შემდეგ, ისე, რომ ტელეფონიც კი საერთო ჰქონდათ, დღე და ღამ მასთან ცხოვრობდა, მის შვილზე მამასავით ზრუნავდა. თუ როგორ ცდილობდა თეკლა ლუკას დედისთვის ფულის თაღლითურად გამოძალვას, სხვადასხვა მოგონილი მიზეზით. ასევე იხსენებს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ გაიგო, რომ თურმე თეკლას ქმარი ჰყავდა, ციხეში. და ის ქმართან არ იყო გაშორებული, როცა ექვსი თვე ლუკასთან ცხოვრობდა და ერთმანეთს ცოლ-ქმარს უწოდებდნენ. ქორწილსაც გეგმავდნენ და მილოცვებსაც იღებდნენ.

ინგას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თეკლა სასამართლოებზე გამუდმებით იმეორებდა, რომ ლუკამ თავი მოიკლა, მასთან დაშორების შიშის გამო; და თითქოს ჩხუბი იმიტომ მოუვიდათ, რომ ლუკა მას ბავშვის გაჩენას სთხოვდა; სასამართლოს სხდომებზე რეალური საბაბი გამოჩნდა თეკლას მიმოწერების სახით, რომლებმაც დაადასტურა მისი ურთიერთობები სხვა მამაკაცებთან.

- რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული? ზუსტად ამ კითხვას მინდა პასუხი გავცე, იმიტომ, რომ ზოგიერთ ადამიანს კითხვა აქვს, შეიძლება თავს იცავდაო... ამას ვიტყვი, რომ თეკლა ურთიერთობაში ყოფილა დაქალის საქმროსთან, როცა ლუკასთან იყო, მაშინ... ეს ყველაფერი მოძიებულია თეკლას ტელეფონიდან... ეს ბიჭი, დაქალის საქმრო, ახლა პატიმრობაშია... ციხეში სწერდა, ფულს ურიცხავდა... მიმოწერებიდან ამოღებულია წერილები, თეკლა დედამისს ეუბნება, იციო, იმ დაქალის საქმროზე, რომ სასიყვარულო წერილი გამომიგზავნაო ციხიდანო.... დაკითხვაზე იყო თეკლას ნათლული, ვის ბინაშიც იყვნენ, იმანაც ზუსტად ეს თქვა, რომ მიმოწერები ჰქონდაო და ბევრჯერ ვუთხარიო, თეკლა, რატომ აკეთებ ამას, ლუკა გყავს და რაღად გინდაო... უბრალოდ იმას მეუბნებოდაო, რა გავაკეთო, ეს ჩემმა დაქალმა რომ გაიგოს, როგორ ჩავხედო თვალებშიო...
ყოველდღე დავდიოდი სასამართლოებზე. სულ მიყურებდა და მისგან ერთი წამი არ მიგრძნია სინანულის გრძნობა რომ ჰქონოდა. ის კი არა, სასამართლო რომ დამთავრდა, ბოლოს მომაძახა, გამოვალ და გნახავ შენო... ერთი წამი სინანული არ ჰქონია. ერთი ცრემლი არ გადმოვარდნია...
გაყინული შვილი დამახვედრა თეკლა გერსამიამ... იმის იმედი მაქვს, რომ ერთ დროს მაინც შევხვდები ჩემს შვილს...
"ჩხუბი დავიწყეთ. ვინტილიატორი აიღო, მერე სკამებს ურტყამდა, სხვის სახლს ლეწავდა... მწვანე დანა მაგიდაზე იდო... სადარბაზოში კიბეზე ჩავდიოდით... იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი.... დანა წავიღე, "რაკოვინაში" ჩავაგდე, წყალი გადავავლე..."