"ძალიან რთულია მოსაყოლად და გახსენება იმ ტკივილის და სტრესის, რაც მე გადავიტანე... არავინ არ უნდა გაჩუმდეს..." - ნინი ყულეჯიშვილი მოტაცების ფაქტზე და "მოტაცებული გოგოს" იარლიყზე - მშობლები

ნინი ყულეჯიშვილი მოტაცების ფაქტზე და "მოტაცებული გოგოს" იარლიყზე - "ძალიან რთულია მოსაყოლად და გახსენება იმ ტკივილის და სტრესის, რაც მე გადავიტანე... არავინ არ უნდა გაჩუმდეს..."

2026-04-16 11:47:39+04:00

მომღერალი ნინი ყულეჯიშვილის "სიცრუის დეტექტორში" უსიამოვნო ინციდენტს იხსენებს შეკითხვაზე: "მოტაცებული გოგოს იარლიყი თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმაა?"

ნინი ყულეჯიშვილი:

- ძაან მიჭირს ამ თემაზე საუბარი ზოგადად. ადრე უფრო მიჭირდა, თუმცა ახლა იმდენად კარგად ვარ, იმდენად ძლიერი ვარ, კარგად ვცხოვრობ, ბედნიერი და წარმატებული ვარ, რომ თამამად შემიძლია ერთი-ორი სიტყვა მაინც ვთქვა ამ თემასთან დაკავშირებით...
22 წლის ვიყავი, ახლა ვარ 25 წლი... მე ვარ პროვინციიდან, სადაც ძალიან მარტივად ვრცელდება ზოგადად კარგი თუ ცუდი ამბები. ქობულეთში კი იცით, სულ რაღაც ორი ქუჩაა და განსაკუთრებით მე და ჩემს ოჯახს ყველა გვიცნობს იმიტომ, რომ დედა პედაგოგია და ისეც იცნობენ ქობულეთში, ბაბუც დირექტორი იყო... ისე გამოდის, რომ ქობულეთში ყველა იცნობს ჩემს ოჯახს და ყველაზე დიდი გავლენა მაინც ეს იყო, რომ მე ჩემ თავზე მეტად ჩემი ოჯახის პოზიციაზე ვნერვიულობდი იმ პერიოდში, როცა ეს ამბავი მოხდა და გადავიტანე...
დიდად არ მინდა, რომ ჩავშალო, მაგრამ იყო ვიღაც, ვისაც ადრე ვუყვარდი... ზედმეტად თავდაჯერებული იყო, თავზეხელაღებული ადამიანი თუ არ ხარ, ამას ვერ გააკეთებ... ვიცოდი, რომ ვუყვარდი, თუმცა ამას ნამდვილად არ ველოდი...
მოტაცების მსხვერპლი ვარ, თუმცა ზუსტად იმ დეტალებს ვერ მოვყვები, რა როგორ მოხდა, არ ვიცი, როგორ უნდა მოვყვე, ძაან რთულია მოსაყოლად და გახსენება იმ ყველაფრის, იმ ტკივილის და იმ სტრესის, რაც მე გადავიტანე. არ მრცხვენია ნამდვილად ამის აღიარება, არც არაფერი მაქვს ისეთი, რომ აღიარება გამიჭირდეს. ეს იყო ფაქტი, თვითონაც ალბათ ბავშვი იყო და სხვანაირად ფიქრობდა, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ალბათ არ გააკეთებდა. ძალიან ცუდად მომექცა, მოდი, ასე ვიტყვი იმიტომ, რომ არ შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენო ადამიანს და დააშანტაჟო თუნდაც რაღაცით, აი, ამ სიყვარულით... ალბათ ის ადამიანი მაშინ იმას ფიქრობდა, რომ არაფერს არ ვავნებ ამით, ოდესღაც ხომ მიყვარდა და იქნება ჩემს გვერდით, ბედნიერები ვიქნებით და მე არ გავწირავდი, ამის ბოლომდე სჯეროდა... და მართლაც ასე მოხდა, მე ვერ გავწირე...
იცოდა, რომ კანონს არღვევდა. ისეთ სამსახურშიც მუშაობდა, დარწმუნებული ვარ, კარგად იცოდა და გათვლილიც ჰქონდა ყველაფერი. მაგრამ ღმერთს მადლობა, მე მყავს ისეთი ოჯახი და ისეთი დაქალები, ორივე ოჯახი ჩემს გვერდით იდგნენ ამ თემების დროს, როცა ეს ყველაფერირამდენიმე დღეში დასრულდა, ღმერთს მადლობა....
...არავინ არ უნდა გაჩუმდეს მსგავს მომენტში, არასდროს. კანონი კანონია და თუ ადამიანი აშავებს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს... მე იმ დროს მარტო კანონზე ვერ ვფიქრობდი, ჩემს სტატუსზეც ვფიქრობდი, მომავალში როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება... ასე რომ ვთქვათ, შემეცოდა, ვერ გავწირე...
მე იქ ყოფნის დროსაც შემეშინდა და იქ ვფიქრობდი, მომავალში რა მოხდებოდა, რომც დავბრუნებულიყავი სახლში, ჩემი ოჯახის პოზიციაზეც ვფიქრობდი, ჩემს მომავალზეც ვფიქრობდი, ხალხი რას იფიქრებდა იქიდან დაბრუნების შემდეგ მე როგორი სტატუსი შემრჩებოდა სამომავლოდ, იმიტომ რომ ქობულეთში ჩემს ორივე ოჯახს იცნობს ყველა... ჩემი ოჯახი იქნებოდა რაღაც ცუდად...
მაშინ ვერიდებოდი გარეთ გასვლას, სოციუმში მოხვედრას, ხალხთან კომუნიკაციას, იმდენად დაძაბული და დაკომპლექსებული ვიყავი ამ თემიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა პირიქით, ამაყად ვარ... ხალხს ისეთი ოჯახები ენგრევა, მე ვფიქრობ, ეს არ არის ისეთი დიდი ტრაგედია, რომ ამის შემდეგ ცხოვრება არ გრძელდებოდეს. პირიქით, ჩემი აღმავლობის ხანა, ასე დავარქვათ, დაიწყო მაგ ამბის შემდეგ. სიძლიერე ოჯახიდან, რაც მე დავინახე და თანადგომა ჩემი მეგობრების მხრიდან, ვფიქრობ რომ მერე დავიწყე ცხოვრება... ამ ამბის ფონზე ჩემმა მშობლებმა, დედამ და მამამ წამომიყვანეს თბილისში და აქედან იწყება ყველაფერი - პროექტები და ა.შ.
4 წლის გახდა და გამრავლების ტაბულის სწავლაც დაიწყო... - გიორგი გასვიანი მათემატიკური უნარებით გამორჩეული შვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს
2 წელი მტანჯავდა მუდმივი თავის ტკივილი. ყოველდღე ტკივილგამაყუჩებელს ვიღებდი! შემთხვევით აღმოვაჩინე მიზეზი...' - გიორგი გასვიანი