ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა როლი აქვს ვიტამინი B12-ის ნაკლებობას ადამიანის ნაადრევად გაჭაღარავების პროცესში:
- საკვები ნივთიერება, რომლის ნაკლებობა შეიძლება, ძალიან სწრაფი გაჭაღარავების მიზეზი გახდეს - ეს გახლავთ ვიტამინი B12. სწორედ ვიტამინი B12 არის ის ნივთიერება, რომელიც ერთი მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ წყალში ხსნადია, დაგროვებისკენაა მიდრეკილი. საკმაოდ დიდხანს, რამდენიმე წელი არ უნდა მივირთმევდეთ B12-ის შემცველ პროდუქტებს, რომ მისი აბსოლუტური დეფიციტი განვითარდეს. მაგრამ, ნაკლებობა სხვადასხვა მიზეზითაა შესაძლებელი. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ის არა უბრალოდ სისხლწარმოქმნას უკავშირდება, არა უბრალოდ ანემიის საფუძველია, სისუსტეს, დაღლილობას აღრმავებს ჩვენში, ნერვული დაბოლოებების შეგრძნებებს ცვლის და ნეიროპათიის მიზეზი ხდება, არამედ იწვევს ნაადრევ ჭაღარას, თმის სწრაფ გაჭაღარავებას და ეს გასათვალისწინებელია. ისევე, როგორც, მასთან ერთად, რკინის როლი, რომელიც არა მხოლოდ სისხლნაკლებობასთან, არამედ მასთან ასოცირებულ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
ჩვენს ორგანიზმში რკინის ნაკლებობის პირველი საგანგაშო ნიშანი შეიძლება, მაგალითად, სისუსტე, უგუნებობა, დაღლილობა, გემოვნების ცვლილება და მათ შორის, გაჭაღარავება.