„ვერ ვიტყოდი, რომ დანაშაულის გრძნობა მაქვს... ყოველთვის ვცდილობდით, საუკეთესო მშობლები ვყოფილიყავით..." - ვიქტორია ბექჰემის პირველი კომენტარი ოჯახურ სკანდალზე - მშობლები

„ვერ ვიტყოდი, რომ დანაშაულის გრძნობა მაქვს... ყოველთვის ვცდილობდით, საუკეთესო მშობლები ვყოფილიყავით..." - ვიქტორია ბექჰემის პირველი კომენტარი ოჯახურ სკანდალზე

2026-04-17 11:10:32+04:00

ხვალ ვიქტორია ბექჰემი 52-ე დაბადების დღეს მილოცვებს მიიღებს. გუშინ კი ონლაინ სივრცეში ახალი ინტერვიუ გამოჩნდა, რომელშიც ის პირველად შეეხო უფროსი ვაჟის ღალატის თემას.

წლების განმავლობაში ბექჰემების ოჯახს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაიზარდა მათი ოთხი შვილი, მათი ქორწილის წლისთავები, თვალს ვადევნებდით ვიქტორია ბექჰემის ბრენდის და მისი, როგორც დიზაინერის ზრდას და უცებ, თავდაყირა დააყენა ყველაფერი წყვილის პირმშომ, ბრუკლინმა, რომელმაც ოჯახი საჯაროდ უარყო.

მისი განცხადება იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა წლების განმავლობაში მუდმივ შფოთვაში, იტანჯებოდა იმით, რომ მისი მშობლები მათ პირად ცხოვრებას ლაიქებისთვის აჩვენებდნენ და როგორ დუმდა წლების განმავლობაში, ბევრი შოკში ჩააგდო - განსაკუთრებით კი მისი დედ-მამა.

666x499-0xrw0s4cl4-3211782552324678973-1776411042.jpg

მას შემდეგ სამი თვის განმავლობაში არც დევიდს და არც ვიქტორიას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. მხოლოდ რამდენჯერმე აღიარეს, რომ უყვართ ყველა შვილი და რომ ოჯახი ყოველთვის იყო, არის და იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რამ მათ ცხოვრებაში. ახლა კი, ვიკიმ გადაწყვიტა, დუმილი დაერღვია.

Wall Street Journal-თან ინტერვიუში, რომელიც მისი 52-ე დაბადების დღისთვის გამოქვეყნდა, მან შვილებზე ისაუბრა. ბრუკლინის სახელი არ უხსენებია, მაგრამ კიდევ ვისზე საუბრობს ის, თუ არა მასზე?

„ჩვენ ყოველთვის ძალიან გვიყვარდა ჩვენი შვილები. ყოველთვის ვცდილობდით, საუკეთესო მშობლები ვყოფილიყავით. იცით, 30 წელზე მეტია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვართ და ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ჩვენი შვილები დაგვეცვა და გვყვარებოდა. მხოლოდ ეს მინდა ვთქვა ამის შესახებ...“.

თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, რომ ისინი ყურადღების ცენტრში გაიზარდნენ?

„ვერ ვიტყოდი, რომ ეს დანაშაულის გრძნობა მაქვს; უფრო დედაჩემს და მამაჩემს მოუწიათ მორგება იმ რეალობასთან, რომ პაპარაცების მოულოდნელად ჩნდებოდნენ მათ სახლთან“.

1533x2000-0xr8w5fsjg-2837918176173932276-1776411043.jpg

ბექჰემების ოთხივე შვილი მაშინ დაიბადა, როდესაც ისინი სუპერვარსკვლავები იყვნენ და პაპარაცები ოჯახს 24/7 ნამდვილად აკვირდებოდნენ. ბავშვებს უბრალოდ არ უცხოვრიათ სხვანაირად. ყველა ის ბონუსი, რაც მათ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან აქვთ, სწორედ დევიდისა და ვიქტორიას ვარსკვლავური სტატუსის წყალობაა. მაშ, რატომ ადანაშაულებს ბრუკლინი მათ ამაში? რატომ არ უთხრა მან მშობლებს, რომ დაიღალა საზოგადოების ზედმეტი ყურადღებით, როდესაც ზრდასრული გახდა? ნუთუ მშობლები არ მოუსმენდნენ? რა თქმა უნდა, სიტუაციის გარედან შეფასება ყოველთვის უფრო ადვილია და ჩვენ არ ვიცით მთელი სიმართლე ბექჰემების ოჯახის შესახებ, მაგრამ უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში ბრუკლინი არასწორია. თქვენ რას ფიქრობთ?

1011-1776411043.jpgnicolaannepeltz-271108733-223156543315377-3121788868132372302-n-1776411043.webp

არ მინდა ჩემს ოჯახთან შერიგება... მუდმივ შფოთვაში ვცხოვრობდი და წლები ვდუმდი.. დიახ, ქორწილში დედაჩემმა ჩაშალა პირველი ცეკვა ჩემს მეუღლესთან - ბრუკლინ ბექჰემის სკანდალური განცხადება
ბრუკლინ ბექჰემმა მშობლები დაბლოკა სოციალურ ქსელში - ცნობილი რძალ-დედამთილის კონფლიქტის მორიგი შედეგი
მან ყოფილი ბოიფრენდიც აჩხუბა ოჯახთან, როგორც ბრუკლინ ბექჰემი... - საზოგადოება ტოქსიკურ ნიკოლა პელცს განიხილავს