


ტელეწამყვანი გვანცა დარასელია თავის პოდკასტში ამჯერად მეუღლის მშობლებთან სოფელში სტუმრობის ამბებს ყვება. სააღდგომოდ გვანცა და მისი მეუღლე ვახო მჭედლიძე ლაგოდეხს ესტუმრნენ.
"როცა მთელი ოჯახი სამზარეულოში იკრიბება, შედეგი ყოველთვის სახალისო და გემრიელი გამოდის! ლაგოდეხში სტუმრობისას დედამთილისგან მწნილის რეცეპტი გავიგეთ, ბიცოლასთან ერთად ცომი მოვზილეთ, მამამთილის ხელმძღვანელობით კი ფურნეს პასკები გამოვაცხეთ. ნახეთ, როგორ გავატარეთ ეს დაუვიწყარი დღე და რა ისტორიებს ინახავს გვანცას მეუღლის ოჯახი!" - წერია პოდკასტის აღწერაში.
გვანცამ თავისი დედამთილ-მამამთილი გააცნო გამომწერებს, რომლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.