პირამიდის წვერზე იდგა და იქიდან ესროდა ადამიანებს - სროლას პირამიდებთან მექსიკაში ტურისტი ემსხვერპლა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი კი და­იჭ­რა - მშობლები

პირამიდის წვერზე იდგა და იქიდან ესროდა ადამიანებს - სროლას პირამიდებთან მექსიკაში ტურისტი ემსხვერპლა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი კი და­იჭ­რა

2026-04-21 12:04:31+04:00

მექსიკაში, მეხიკოს მახლობლად, თეოტიუაკანის ერთ-ერთ პირამიდასთან მომხდარი სროლის შედეგად კანადის მოქალაქე დაიღუპა, თავად თავდამსხმელმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

შემთხვევა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ზონაში მოხდა.

თეოტიუაკანი უძველესი ქალაქია, რომელიც აცტეკებამდე არსებობდა და თავისი მასშტაბური პირამიდებითაა ცნობილი.

მექსიკის ხელისუფლების მონაცემებით, მეხიკოდან ერთი საათის სავალზე მდებარე თეოტიუაკანის არქეოლოგიურ ზონაში სროლისას 32 წლის კანადელი ქალი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა.

თავდამსხმელმა თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა. გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ჩანს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი პირამიდის - სავარაუდოდ, მთვარის პირამიდის მწვერვალიდან ისვრის. ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულებს შორის არიან კოლუმბიის ორი მოქალაქე, ერთი კანადელი და ერთიც რუსეთის მოქალაქე. განაგრძეთ კითხვა

მამაჩემი ჩემს დახრჩობას და მოკვლას ცდილობდა... დავიძინებ და მერე სამყაროს ვაჩვენებ, რამდენად დავიღალე - როგორ ამზადებდა სისხლისღვრას მოსწავლე, რომელსაც სროლა პოლიციელმა მამამ ასწავლა
სანამ 18 წლის თავდამსხმელი სკოლაში შეიჭრებოდა, სახლში დედა და ძმა მოკლა... - კანადაში მომხდარი მასობრივი სროლის დეტალები და ოფიციალური უწყებების შეცდომები