ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის სამსახიობო კარიერა ნიუ-იორკში -რას ამბობს ფილმზე "დიდი ცხვირი", რომელშიც ის მთავარ როლს თამაშობს - მშობლები

ედუარდ შევარდნაძის უმცროსი შვილიშვილის სამსახიობო კარიერა ნიუ-იორკში - რას ამბობს ფილმზე "დიდი ცხვირი", რომელშიც ის მთავარ როლს თამაშობს

2026-04-21 14:46:38+04:00

ნანული შევარდნაძე,საქართველოს მესამე პრეზიდენტის უმცროსი შვილიშვილი, რომელიც წლებია ნიუ-იორკში ცხოვრობს, მუშაობს და ხელოვნების სამყაროში სულ უფრო აქტიურად იმკვიდრებს თავს. პარიზში დაბადებულმა გოგონამ, რომელმაც ბავშვობაშივე განაცხადა - "ყველაზე მეტად მსახიობობა მინდა და გავხდები კიდეცო“, პირობა შეასრულა. ამჯერად ის საზოგადოების წინაშე არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც სცენარისტი, იდეის ავტორი და კინოპროდიუსერი წარსდგა.

  • "სიყვარულის უცნაური წერილი საკუთარ თავს“ - ფილმი BIG NOSE

ნანულიმ სოციალურ ქსელში საზოგადოებას გაუზიარა თავისი ახალი ნამუშევრის, მოკლემეტრაჟიანი ფილმის "BIG NOSE“ ("დიდი ცხვირი") ტრეილერი. როგორც თავად აღნიშნავს, ეს არის ერთგვარი "უცნაური, კომედიური და გიჟური სიყვარულის წერილი“ საკუთარი თავის, საკუთარი ცხვირისა და იმ კომპლექსების მიმართ, რომლებსაც ადამიანები მთელი ცხოვრება ვატარებთ. ფილმის პრემიერა, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე შედგა, მისი შემოქმედებითი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპია.

"იმედი მაქვს, საბოლოოდ შევძლებთ ვიპოვოთ სიყვარული ჩვენი სხეულის იმ დაუცველი, წვეტიანი თუ უცნაური ნაწილების მიმართ, რაც ზოგჯერ გვაშინებს“, - წერს ნანული. განაგრძეთ კითხვა

შევარდნაძეები ოჯახის წევრის ქორწილში შეიკრიბნენ - გია ჯოხთაბერიძის ვაჟი დაქორწინდა (ვიდეო)
სოფო შევარდნაძემ უმცროსი დის - ნანული შევარდნაძის სიმღერის ვიდეო გამოაქვეყნა
სოფო შევარდნაძემ 4 წლის შვილის ფოტოები პირველად გაასაჯაროა - ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა