ბავშვები ყოველთვის სიტყვებით არ ამბიბენ ან ვერ გამოთქვამენ, რა სჭირდებათ. ხშირად ისინი ქცევით გვანიშნებენ — განსაკუთრებით მაშინ, როცა ყურადღება აკლიათ.
მშობლები კი ამას ხშირად „სიცელქედ“, "მავნებლობად" აღიქვამენ, რეალურად კი ბავშვი უბრალოდ ცდილობს დაგვანახოს და შეგვახსენოს: „მე აქ ვარ“.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რამდენიმე თქვენს შვილსაც ახასიათებს, დიდი ალბათობით მას თქვენგან ყურადღება აკლია.
როცა ბავშვს თითქოს არაფრის გამო ეწყება ტირილი ან ნერვიულობა, ეს ყოველთვის ჭირვეულობა არ არის. ხშირად ეს არის დაგროვილი ემოცია, რომელიც გამოხატვის გზას ვერ პოულობს.
იცის, რომ ეს არ უნდა გააკეთოს, მაგრამ მაინც აკეთებს.რატომ? რადგან უარყოფითი ყურადღებაც კი მისთვის უკეთესია, ვიდრე საერთოდ უყურადღებობა.
„შემომხედე“, „მომისმინე“, „მოდი აქ“ — თუ ეს ფრაზები ძალიან ხშირად გესმით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბავშვს მეტი კონტაქტი სჭირდება.
თუ ადრე მშვიდი იყო და უცებ გახდა აგრესიული, ან პირიქით — ჩაკეტილი, ეს ხშირად სიგნალია, რომ რაღაც აკლია — და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყურადღებაა.
ბავშვი შეიძლება არ ამბობდეს პირდაპირ, მაგრამ ქცევით აჩვენებდეს: „მე ნაკლებად გიყვარვართ“.ეჭვიანობა ხშირად არის ყურადღების გადანაწილებაზე რეაქცია.
როცა ბავშვს ყველაფერი მალე ბეზრდება, შეიძლება საქმე მოწყენილობასთან კი არა, ემოციურ სიცარიელესთან გვქონდეს.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა
არ არის საჭირო ყველაფრის ერთ დღეში შეცვლა. ხშირად პატარა ნაბიჯებიც კი დიდ შედეგს იძლევა:
ყოველდღე გამოყავით მხოლოდ ბავშვისთვის დრო (თუნდაც 20 წუთი), ამ დროს არ გამოიყენოთ ტელეფონი, მოუსმინეთ ისე, რომ არ შეაწყვეტინოთ, ჩაერთეთ მის თამაშში — მისი წესებით.
ბავშვს არ სჭირდება იდეალური მშობელი. მას სჭირდება მშობელი, რომელიც ხედავს, უსმენს და გვერდით უდგას.
თუ ამ 6 ნიშნიდან 3 მაინც დაემთხვა — ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ბავშვს ახლა ცოტა მეტი ყურადღება სჭირდება.