სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, თუ როგორ შეასრულა მამამ პირობა, თუ ოდესმე შვილი ეყოლებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩავიდოდა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორი იყო 20-წლიანი მოლოდინი, როგორ იარა 5 დღე ფეხით და რამ გააძლიერა, ამაზე ილია არჩუაძე მეუღლესთან, ირინე ფარულავასთან ერთად ყვება "დილა მშვიდობისა საქართველოს" სიუჟეტში:
ილია:
- 20 წლის განმავლობაში შვილი არ გვყავდა. დავდე ტაძარში პირობა, რომ მე და ჩემ მეუღლეს თუ ბავშვი შეგვეძინებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩამოვაბრძანებდი მამა გაბრიელის ხატს. რომ გავიგე, მამა გავხდებოდი, იმ წუთშიმთლიანად გამეთიშა გონება, რა უნდა გამეაზრებინა, რა უნდა გამეკეთებინა, გავიყინე ადგილზე... სასწაულად გაგვიხარდა კი არა, მთელი სანათესაო ვტიროდით.