პრისცილა პრესლი დღემდე ამერიკული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და იდუმალ ფიგურად რჩება. მან "როკ-ენ-როლის მეფის" ჩრდილიდან გამოსვლა და საკუთარი, დამოუკიდებელი სახელის დამკვიდრება წარმატებით შეძლო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ელვის პრესლი მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.
მათი ლეგენდარული სიყვარულის ისტორია 1959 წელს, დასავლეთ გერმანიაში დაიწყო, როდესაც 14 წლის პრისცილამ ჯარში მომსახურე ელვისი გაიცნო. 1967 წელს, რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მათ ლას-ვეგასში იქორწინეს, მალევე კი ქვეყანას მათი ერთადერთი ქალიშვილი, ლიზა მარი მოევლინა.
მიუხედავად იმისა, რომ ელვისის რთულმა ცხოვრების წესმა და მუდმივმა ტურნეებმა წყვილი 1973 წელს ოფიციალურ განქორწინებამდე მიიყვანა, მათ სიცოცხლის ბოლომდე კარგი მეგობრობა აკავშირებდათ. პრისცილა ხშირად აღნიშნავს, რომ ელვისი მისი ცხოვრების უდიდესი სიყვარული იყო და სწორედ ამიტომ, მისი გარდაცვალების შემდეგ აღარასოდეს დაქორწინებულა.
"უბრალოდ, არ მინდოდა, სხვისი ცოლი ვყოფილიყავი, სანამ ელვისი ცოცხალი იყო, მისი წასვლის შემდეგ კი ამის სურვილი აღარ გამჩენია", - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. განაგრძეთ კითხვა