- 15 წლიდან მარტო ვცხოვრობ... ის პერიოდი, როდესაც უნდა დამემთავრებინა, ჩამებარებინა და სტუდენტობა გამომეცადა, ამ დროს მიმტანი ვიყავი ორ რესტორანში და ვმუშაობდი, რომ ქირა გადამეხადა და ბებიას მომვლელის ფული გ
ადამეხადა. ახლა ხანდახან რომ შეიძლება უბრალო რაღაცები მომეწონოს, აი კორეაში ვიყავი და რაღაც გულები დავკიდე, ისე მომეწონა ეს ბავშვური რაღაც, აი იმ პერიოდში რომ უნდა გამევლო წესით და არა
ახლა, 34 წლის ასაკში... მაგრამ ყველაფერი ჩამოვიტოვე და გავხდი დიდი ქალი ვიყავი უკვე 15 წლის
ა. დღევანდელი თამო ვაძლევ თ
ავს უფლებას, რომ ვიყო ბავშვი, ხანდახან ვითამაშო ბავშვებთან... რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე, რაც დამაკლდა და ვერ ვაძლევდი ჩემს თავს იმ ფუფუნებას, რომ რაღაცები გამეკეთებინა,
ახლა ვაძლევ, თუ მაქვს შანსი.
პატარა თამოს სულ ჰქონდა ოცნებები, რაღაც 99% ავუსრულე და ვფიქრობ, რომ იმ 1%-საც ავუსრულებ... უფრო სწორ
ად, 100% მქონდა ასრულებული, სულ მინდოდა, რომ მქონოდა ტკბილი ოჯახი, თბილი ოჯახი, შვილები მყოლოდა... ორი შვილი ჰყავს დედაჩემს და მე სულ სამი მინდოდა მყოლოდა... ამის გარდა, ხან მოდელობა მინდოდა, ხან - ჟურნალისტობა. სოფელში გავიზადე და სულ მოდის კვირეულები მქონდა. რაღაც ფარდას შემოვიხვევდი, დავდიოდი ჩემი ბებოს ფეხსაცმელებით, კაკუნებით... იმ თაობის მომღერლები ვინც იყვნენ, რომ გამოდიოდნენ ტელევიზორში,
მეც მინდოდა, რომ ცნობადი ვყოფილიყავი... ანუ რეალურად არ მეგონა, მაგრამ სურვილი მქონდა... უბრალოდ მერე ისე არ განვითარდა ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა და რაღაცნაირად შეიცვალა.. თვითგადარჩენის მომენტი მქონდა... მაგრამ მე არ ვნებდები და არ ვფიქრობ, რომ მაქვს უფლება ,დავნებდე და კიდევ ბევრი რაღაც მაქვს გეგმ
აში...