"შაკიკი რომ მოდის… პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ ერთ მარტივ, ფუნქციურ მეთოდს" - “ანტიშაკიკური ჩაი” ნატა გაგუასგან - მშობლები

"შაკიკი რომ მოდის… პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ ერთ მარტივ, ფუნქციურ მეთოდს" - “ანტიშაკიკური ჩაი” ნატა გაგუასგან

2026-04-29 00:07:28+04:00

ექიმი - ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა მორიგ სასარგებლო რეცეპტს უზიარებს გამომწერებს:

შაკიკი რომ მოდის… პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ ერთ მარტივ, ფუნქციურ მეთოდს:

“ანტიშაკიკური ჩაი”

როდის გამოიყენო:
• აურის დროს
• ან ტკივილის დაწყების პირველ 30–60 წუთში
ეს არის ფაზა, სადაც ჯერ კიდევ შეგიძლია პროცესის “დამუხრუჭება”
შემადგენლობა
  • ახალი ჯანჯაფილი 2–3 სმ (≈5–7 გ)
  • პიტნა 5–7 ფოთოლი
  • ლიმონი 2–3 ნაჭერი
  • თაფლი 1 ჩ/კ
  • წყალი 300 მლ (არა მდუღარე)
როგორ მოამზადო სწორად
1. წყალი მიიყვანე ~90–95°C-მდე (არა ძლიერ დუღილამდე)
2. დაამატე ჯანჯაფილი გააჩერე 5–7 წუთი
3. გამორთე და დაამატე პიტნა 2–3 წუთი დახურულში
4. დაამატე ლიმონი - დაელოდე 1 წუთი
5. ბოლოს თაფლი (მხოლოდ თბილში, არა ცხელში)
რატომ მუშაობს?
კომბინაცია მოქმედებს იმ მექანიზმებზე, რაც შაკიკს იწვევს:
• ჯანჯაფილი → ამცირებს ნეიროინფლამაციას
• პიტნა → ამშვიდებს ნერვულ სისტემას
• ლიმონი → ეხმარება ელექტროლიტურ ბალანსს
როგორ მიიღო?
• დალიე ნელა 10–15 წუთში
• საჭიროების შემთხვევაში გაიმეორე 2–3 საათში
  • ეს არ ცვლის მედიკამენტურ თერაპიას მძიმე შაკიკის დროს. მაგრამ, ადრეულ ფაზაში ხშირად ამცირებს შეტევის სიმძიმეს.
რეალურად რას უნდა ელოდო?
თუ სწორ დროს გამოიყენებ:
ტკივილი შეიძლება გახდეს უფრო მსუბუქი.
ძალიან კარგი დეტოქსია, მადასაც აქვეითებს და აჯანსაღებს... ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად ვსვამთ. რამდენიმე დღეც რომ გამოიყენოთ, შვებას იგრძნობთ... - ნატა გაგუა
მცენარეული რკინის ასათვისებლად საჭიროა ინგრედიენტების სწორი კომბინაცია... - გემრიელი და რკინით მდიდარი კერძის რეცეპტი ნატა გაგუასგან