"გონს მოვიდა თუ არა, შვილთან დალაპარაკება ისურვა... თურქეთში უგონოდ წამოვიყვანეთ, გონს მოვიდა" - როგორია 20 წლის ასმათ ბერიძის მდგომარეობა, რომელიც მშობიარობის შემდეგ სიცოცხლისთვის იბრძვის - მშობლები

"გონს მოვიდა თუ არა, შვილთან დალაპარაკება ისურვა... თურქეთში უგონოდ წამოვიყვანეთ, გონს მოვიდა" - როგორია 20 წლის ასმათ ბერიძის მდგომარეობა, რომელიც მშობიარობის შემდეგ სიცოცხლისთვის იბრძვის

2026-04-29 12:27:59+04:00

საზოგადოება რამდენიმე დღეა ადევნებს თვალს 20 წლის ასმათ ბერიძის ისტორიას. ახალგაზრდა დედას, რომელსაც მშობიარობის შემდეგ მძიმე ინფექცია - ბაქტერიული მენინგიტი განუვითარდა, სიცოცხლისთვის ბრძოლა თურქეთში, სამსუნის კლინიკაში მოუწია. მას შემდეგ, რაც ოჯახმა და საზოგადოებამ უმოკლეს დროში შეძლო რეანიმობილისთვის საჭირო თანხის მობილიზება, გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს მეზობელ ქვეყანაში. დღეს კი თურქეთიდან იმედისმომცემი ამბები ვრცელდება.

სანდრა ზოიძის ემოციური მიმართვა: "ასმათმა შვილებთან დალაპარაკება ისურვა“

ინფორმაციას ასმათის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ სანდრა ზოიძე ავრცელებს, რომელიც ქართველ პაციენტებს თურქეთის კლინიკებში მკურნალობის ორგანიზებაში ეხმარება.

  • "ასმათი გონს მოვიდა თუ არა, შვილთან დალაპარაკება ისურვა. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის! მადლობა თქვენ, ჩემო საყვარლებო. უგონოდ წამოვიყვანეთ, გონს მოვიდა - საკუთარ დედასაც ვერ ცნობდა...

სიხარულის ცრემლებს ვხედავ თქვენს თვალებზე ახლა, სიამაყით აჩეჩილ მხრებს ვხედავ წარმოსახვაში. სწორედ თქვენი დამსახურებით მოხერხდა ელვის სისწრაფით თანხის აგროვება, მაგრამ ასე ვერ დავტოვებთ, რთული გზა გვაქვს გასავლელი ისევ. ერთად შევძლებთ ბოლომდე მიყვანას ამ საქმის, ვიცი. გილოცავთ ქართველებო, ერთიანობით შევძელით! ხოლო უღრმესი მადლობა თურქეთის ზესაოცარ ექიმებს.“

  • უმძიმესი ისტორია რამდენიმე დღის წინ ბათუმში დაიწყო. ასმათ ბერიძემ მეორე შვილზე, ალისიაზე იმშობიარა. მას ასევე ჰყავს უფროსი ქალიშვილი, წლინახევრის ანაბელი. საკეისრო კვეთის შემდეგ გოგონას მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. განაგრძეთ კითხვა

18 წლამდე და 35 წლის მერე პირველი მშობიარობა ითვლება მაღალ რისკად... - რას გულისხმობს მაღალი რისკი ორსულისა და ნაყოფისთვის და რომელია საუკეთესო ასაკი პირველი ორსულობისთვის
კლინიკიდან გაწერის შემდეგ სიცხეები ჰქონდა... წუხელ გვიან დამძიმდა - 20 წლის გოგო მშობიარობიდან 2 კვირაში გარდაიცვალა
მენინგიტის 10 სიმპტომი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
მენინგიტი - თუ ამ ტესტებიდან ერთი მაინც დადებითია, ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება ექიმის კონსულტაცია