"ჩემი და ბავშვების საოცნებო, უდიდესი ბინა ვიყიდე... არ არსებობს, ქალებმა რამე მოვინდომოთ და მარტო ვერ გავაკეთოთ..." - თამო ვაშალომიძე საოცნებო ბინიდან ვიდეოს აქვეყნებს - მშობლები

"ჩემი და ბავშვების საოცნებო, უდიდესი ბინა ვიყიდე... არ არსებობს, ქალებმა რამე მოვინდომოთ და მარტო ვერ გავაკეთოთ..." - თამო ვაშალომიძე საოცნებო ბინიდან ვიდეოს აქვეყნებს

2026-04-30 00:03:52+04:00

მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე, რომელიც ბოლო დროს საკუთარ ბიზნესს წარმატებით უძღვება, გამომწერებს სასიხარულო ამბავს უზიარებს - მან საოცნებო სახლი იყიდა, სადაც შვილებთან ერთად იცხოვრებს.

- ჩემი და ბავშვების საოცნებო, უდიდესი ბინა ვიყიდე... ხომ შევპირდი ჩემს თავს და თქვენც, რომ სექტემბრამდე ვიყიდდი. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვარ. კედლების ფერი არ შეიმჩნიოთ, შევცვლი... ექვსოთახიანი ბინა ვიყიდე საბურთალოზე, უცხოვრებელი... დიდი მადლობა ჩემს ბანკირს... უდიდესი ვალდებულება ავიღე. არ არსებობს ქალებმა რამე მოვინდომოთ და მარტო ვერ გავაკეთოთ... ეს არის ჩემი ოცნების სახლი. კედლებს შევცვლი, იზოლირებას გავუკეთებ აივნებს... - ამბობს თამუნა.

მანამდე ის აქვეყნებდა თავისი ბინიდან ფოტოებს, რომელიც ბევრად განსხვავდება ინტერიერის დიზაინით ახალი ბინისგან. თუმცა ეს ბინა ბევრად დიდია და მოდელი ამბობს, რომ კედლების ფერის შეცვლას გეგმავს.

ფოტოები თამუნას სახლიდან, სადაც ამჟამად ცხოვრობს:

265536132-492319238741199-9022482879947609305-n-1777494006.jpg

tamuna-vasha-1777494006.jpgvashalomidze1-1777494006.jpg

ცოტა ხნის წინ თამუნამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც გამოიარა და რამაც გააძლიერა:

- 15 წლიდან მარტო ვცხოვრობ... ის პერიოდი, როდესაც უნდა დამემთავრებინა,ჩამებარებინა და სტუდენტობა გამომეცადა, ამ დროს მიმტანი ვიყავი ორ რესტორანში და ვმუშაობდი, რომ ქირა გადამეხადა და ბებიას მომვლელის ფული გადამეხადა. ახლა ხანდახან რომ შეიძლება უბრალო რაღაცები მომეწონოს, აი კორეაში ვიყავი და რაღაც გულები დავკიდე, ისე მომეწონა ეს ბავშვური რაღაც, აი იმ პერიოდში რომ უნდა გამევლო წესით და არაახლა, 34 წლის ასაკში... მაგრამ ყველაფერი ჩამოვიტოვე და გავხდი დიდი ქალი ვიყავი უკვე 15 წლისა.დღევანდელი თამო ვაძლევ თავსუფლებას, რომ ვიყო ბავშვი, ხანდახან ვითამაშო ბავშვებთან... რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე, რაც დამაკლდა და ვერ ვაძლევდი ჩემს თავს იმ ფუფუნებას, რომ რაღაცები გამეკეთებინა,ახლა ვაძლევ, თუ მაქვს შანსი.პატარა თამოს სულ ჰქონდა ოცნებები, რაღაც 99%ავუსრულე და ვფიქრობ, რომ იმ 1%-საც ავუსრულებ...უფრო სწორად, 100% მქონდა ასრულებული, სულ მინდოდა, რომ მქონოდა ტკბილი ოჯახი, თბილი ოჯახი, შვილები მყოლოდა... ორი შვილი ჰყავს დედაჩემს და მე სულ სამი მინდოდა მყოლოდა... ამის გარდა, ხან მოდელობა მინდოდა, ხან - ჟურნალისტობა. სოფელში გავიზადე და სულ მოდის კვირეულები მქონდა. რაღაც ფარდას შემოვიხვევდი, დავდიოდი ჩემი ბებოს ფეხსაცმელებით, კაკუნებით... იმ თაობის მომღერლები ვინც იყვნენ, რომ გამოდიოდნენ ტელევიზორში,მეც მინდოდა, რომცნობადი ვყოფილიყავი... ანუ რეალურად არ მეგონა, მაგრამ სურვილი მქონდა... უბრალოდ მერე ისე არ განვითარდაყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა და რაღაცნაირად შეიცვალა.. თვითგადარჩენის მომენტი მქონდა... მაგრამ მე არ ვნებდები და არ ვფიქრობ, რომ მაქვს უფლება დავნებდე და კიდევ ბევრი რაღაც მაქვს გეგმაში...
15 წლიდან მარტო ვცხოვრობ... ის პერიოდი, როცა უნდა მესწავლა, სტუდენტობა გამომეცადა, მიმტანი ვიყავი ორ რესტორანში... პატარა თამოს 99%ავუსრულე ოცნებები... ახლა ჩემთვის ბედნიერება შვილების აღზრდაა... პირადმა სტრესმა გამაძლიერა...'' - თამო ვაშალომიძე