არარეალიზებული მსახიობი, რომელმაც ერთი როლით დაამახსოვრა ყველას თავი - "ფილმის პრემიერას არ დავსწრებივარ. აღმოჩნდა, რომ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა არტისტული კარიერა დავასრულე..." - მშობლები

მსახიობი, რომელმაც ერთი როლით დაამახსოვრა ყველას თავი - "პრემიერას არ დავსწრებივარ. აღმოჩნდა, რომ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა არტისტული კარიერა დავასრულე... დავუშვი დღემდე სანანებელი შეცდომა"

2026-04-30 21:31:23+04:00
მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი და გვარი ბევრმა არ იცის, თაობები გაიზარდნენ ფილმზე, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებდა და ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე. ლამაზი, მაცდური და საბედისწერო ქალი თენგიზ აბულაძის "სხვისი შვილებიდან", ყველას დაამახსოვრდა და მიუხედავად იმისა, რომ უარყოფით პერსონაჟს განასახიერებდა, ყველა თანხმდებოდა, რომ ულამაზესი იყო.
თუმცა მოხდა ისე, რომ ასმათ ქანდაურაშვილი ერთი ფილმის ვარსკვლავად დარჩა.
pilmidan1-1764953007-1777572099.jpgmshoblebi-1777572099.pngmshoblebi-4-1777572098.pngmshoblebi-1-1777572098.pngmshoblebi-3-1777572098.png
სხვათა შორის, ისევე, როგორც დეიდა ნატოს როლის შემსრულებელი, ასევე მშვენიერი ციცინო ციციშვილი, რომელიც მაყურებელს სწორედ "სხვისი შვილებიდან" შეუყვარდა.
სამწუხაროდ, ქალბატონი ასმათის კინოკარიერა ვერ გაგრძელდა და სულ სხვა გზით წარიმართა მისი ცხოვრება. გთავაზობთ ამონარიდებს მასზე მომზადებული სტატიიდან:
asmat-qandaurashvili-1765266397-1777572097.png

"ასმათ ქანდაურიშვილი იყო მსახიობი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, გალერისტი, რომელიც სამი წლის წინ, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1950 წლის ზაფხულია, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე ჩადის ყვარელში. ერთ დღეს, თეატრის წარმომადგენლებს სახლში უმასპინძლა რაიკომის თანამშრომელმა - გრიგოლ ქანდაურიშვილმა. მისი 17 წლის ქალიშვილი ასმათი (სკოლა იმ წელს დაამთავრა), როიალს მიუჯდა - დაუკრა და იმღერა. გოგონამ დამსწრეთა ტაში დაიმსახურა და მაშინ უთქვამს დოდო ალექსიძეს: ეს ბავშვი ჩვენთან, თეატრალურში უნდა წავიყვანოო... ასეც მოხდა და ასმათ ქანდაურიშვილი ინსტიტუტში ჩაირიცხა. როგორც ქალბატონი ასმათის ჯგუფელი, ლეო ანთაძე ამბობს, ლამაზი გოგო იყო და ლექტორებიც ეარშიყებოდნენო....

ასმათ ქანდაურიშვილი:

- გიგა ლორთქიფანიძე მარჯანიშვილის თეატრში დგამდა ლევან გოთუას ლირიკულ კომედიას „თუთის პატარძალი“, სადაც მთავარი როლი მომცა. რეპეტიციებზე დაძაბული ვიყავი იმიტომ, რომ კორიფეების გვერდით აღმოვჩნდი - გიორგი შავგულიძე, სესილია თაყაიშვილი, კოტე დაუშვილი, ალექსანდრე ომიაძე. მაგრამ ისინი ძალიან თბილად მექცეოდნენ და მამხნევებდნენ. ჯერ კიდევ მაგიდასთან ვმუშაობდით, როცა ერთ დღეს, კინოსტუდიიდან მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს გავყოლოდი მათ, თენგიზ აბულაძეს ჩემი გაცნობა უნდოდა. ისინი უარით გავისტუმრე. ჩემთვის თეატრი და ის პარტნიორები, რომელთა გვერდით მუშაობის ბედნიერება მერგო, ძალიან ძვირფასი იყო.

კინოსტუდიიდან კიდევ ორჯერ მომაკითხეს და ბოლოს, წამიყვანეს. შუა გაზაფხული იდგა, სტუდიის ეზო და კორპუსიც ხალხით იყო სავსე. გზად ხანში შესულმა მამაკაცმა გამაჩერა... მიხეილ ჭიაურელმა გამომკითხა, ვინ ვიყავი და უცბად შემომთავაზა თავის კინო-ჯგუფში მისვლა („ოთარაანთ ქვრივს“ იღებდა), მეორე დღისთვის დროც დამინიშნა. რაღაც მანძილის შემდეგ ისევ შემაჩერეს, ნიკოლოზ სანიშვილმა ფილმში „ქალის ტვირთი“ სინჯების გარეშე მიმიწვია. მივედით იმ ოთახთან, სადაც აბულაძის ჯგუფი მუშაობდა, კარზე ეწერა „დედინაცვალი“ (შემდეგ დაერქვა „სხვისი შვილები“).ყველა თბილად შემხვდა, მათ შორის თენგიზიც. გრიმი გამიკეთეს და სინჯი გადამიღეს. მომცეს სცენარი, რომელიც სახლში მისვლისთანავე წავიკითხე. მეორე დღეს ისევ თეატრიდან წამიყვანეს კინოსტუდიაში...

თეატრში მუშაობის პარალელურად, გავაგრძელე გადაღებები. ვიგრძენი, რომ ბატონ თენგიზს არ მოეწონა ჩემი აქტიურობა და ერთ დღესაც გამომიცხადა: უნდა დატოვოთ თეატრში რეპეტიციები და უარი უთხრათ ორივე კინორეჟისორს. თქვენ ჯერ ჩემს ფილმში უნდა გამოჩნდეთ და მერე შეგიძლიათ სხვასთან იმუშაოთო... თენგიზ აბულაძეს ღმერთკაცად ვთვლიდი, მჯეროდა მისი და დავუშვი დღემდე სანანებელი შეცდომა - უარი ვუთხარი კინორეჟისორებს და თეატრიც მივატოვე. ბატონი გიგა ისე გაბრაზდა, აღარ მესალმებოდა. ჩემი მხრიდან ეს იყო უაზრო მსხვერპლი... გადაღების პროცესში თენგიზი ხშირად ცვლიდა ჩემი გმირის ბიოგრაფიას, მის ხასიათს, ითხოვდა, რომ ყველა გადაღებაზე ვყოფილიყავი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, იყო თუ არა ჩემი ეპიზოდი... რაღაც უცნაურად მექცეოდა. ჩვენ შორის დაძაბულობა იზრდებოდა და როცა მან ჩემი როლი სხვას გაახმოვანებინა, ეს იყო ბოლო წვეთი... ფილმის გასინჯვას და პრემიერას არ დავსწრებივარ. აღმოჩნდა, რომ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა არტისტული კარიერა დავასრულე. ჩემზე უარყოფითი აზრი დამკვიდრდა, როგორც არასერიოზული მსახიობისა. სხვა გზა უნდა მომეძებნა, ახალი რამ უნდა მომეფიქრებინა. იხილეთ ვრცლად

როგორ მოარჯულა ოთარ კობერიძემ ორნელა მუტი?! ორნელა ახალი თეთრთმიანი ბოიფრენდით... - ასე წერდა იტალიური პრესა მათზე
სად არის დღეს და რას საქმიანობს ქართული კინოს ვარსკვლავი, ცნობილი მშობლების ქალიშვილი ანა ნიჟარაძე