"ძალიან ბედნიერები ვართ ელენეს შემოჭრით ჩვენს ცხოვრებაში... პირადად ჩემი გული ამ გოგომ დიდი ხნის წინ მოიპარა..." - რას წერს რატი ანდრონიკაშვილის დედა ცნობილ სარძლოზე - მშობლები

"ძალიან ბედნიერები ვართ ელენეს შემოჭრით ჩვენს ცხოვრებაში... პირადად ჩემი გული ამ გოგომ დიდი ხნის წინ მოიპარა..." - რას წერს რატი ანდრონიკაშვილის დედა ცნობილ სარძლოზე

2026-05-03 12:57:01+04:00

როგორც ცნობილია, კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი და მოდელი, ფეხბუთელ მურთაზ შელიასა და მოდელ ლიკა კვარაცხელიას ქალიშვილი ელენე დაინიშნენ. ელენემ ხელის თხოვნის ვიდეო გამოაქვეყნა და ასევე - ფოტოები ნიშნობის ბეჭდით.

683740671-4426109467678189-2179413965673409415-n-1777656464.jpg284068547-129977756351229-1774758248042918376-n-42694-1777656464.jpg

წყვილს უამრავი ადამიანი ულოცავს, ხოლო რატის დედამ, ანანო ჩარკვიანმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

"რაღაც კარგი გამიკეთებია ცხოვრებაში, რახან დავიმსახურე ეს ახალი და საოცარი ეტაპი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. იმაში, რომ ორმა ადამიანმა ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირა, გასაოცარი არაფერია. საოცარი ის არის, თუ როგორ ავსებენ ერთმანეთს, როგორ უწყობენ ხელს ერთმანეთის საუკეთესო მხარეების გამოვლენაში. როცა სიყვარული მეგობრობაზე შენდება, ვერაფერი დაანგრევს. ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ ელენეს შემოჭრით ჩვენს ცხოვრებაში და იმ ენერგიით, რომელიც გვიწილადა.
პირადად ჩემი გული ამ გოგომ დიდი ხნის წინ მოიპარა და ჩვენი კავშირი, როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, იშვიათი და გამორჩეულია.
რატი, მადლობა ამ ემოციებისთვის და იმისთვის, რომ ასეთი კარგი შვილი ხარ".
688833192-10236026226930916-5348831519105678177-n-1777801033.jpg
553115553-18526996387058098-2807201794396396596-n-1777801033.jpg
ლიკა კვარაცხელიას მშვენიერი ქალიშვილი ცნობილ კალათბურთელზე დაინიშნა - რატისა და ელენეს სიყვარული მალე დაგვირგვინდება (ფოტო+ვიდეო)