გუშინ უელსის პრინცისა და პრინცესას ოჯახისთვის ზეიმი იყო - მათი ქალიშვილის დღეობა. თერთმეტი წლის წინ პრინც უილიამსა და ჰერცოგინია ქეითს მეორე შვილი შეეძინათ - 2005 წლის 2 მაისს შარლოტა ელიზაბეტ დიანა დაიბადა და მსოფლიოს მოვლენადაც იქცა ეს ფაქტი.
„მისმა სამეფო უდიდებულესობამ, კემბრიჯის ჰერცოგინიამ, გააჩინა ქალიშვილი. ბავშვი 8 ფუნტს 3 უნციას (3,700 გრამი) იწონიდა. კემბრიჯის ჰერცოგი (პრინცი უილიამი) დაბადებას ესწრებოდა... დედოფალი, ედინბურგის ჰერცოგი, უელსის პრინცი, კორნუოლის ჰერცოგინია, პრინცი ჰარი და ორივე ოჯახის სხვა წევრები ინფორმირებულნი არიან და ძალიან კმაყოფილები არიან ამ ამბით... მისი სამეფო უდიდებულესობა და ბავშვი კარგად არიან“, - ეწერა სასახლის ოფიციალურ განცხადებაში.
თერთმეტი წელი გავიდა, რომლის განმავლობაშიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა შვილებისთვის სოცმედიაში გოგოსთვის დაბადების დღის მილოცვის ტრადიცია უცვლელი დარჩა.
2026 წლის 2 მაისს, ოჯახმა გამოაქვეყნა შარლოტას ახალი ფოტო. მოზარდი გრძელი თმით, ფირუზისფერი მანიკურით, ჯინსით და საყვარელი ბრეტონული ზოლიანი სვიტერით.

ადრეულ ბავშვობაში ბევრი აღნიშნავდა, თუ რამდენად ჰგავდა ის თავის ცნობილ დიდ ბებიას, დედოფალ ელისაბედ II-ს. ახლა, ახალგაზრდა ქალბატონი მამამისის, მომავალი მეფე უილიამის, ასლი გახდა.



პრინცის ოჯახი, შინაურ ცხოველებთან ერთად, გასული წლის ბოლოს ახალ სახლში, ფორესტ ლოჯში გადავიდა საცხოვრებლად. წელს. სწორედ აქ აპირებენ უელსელები დასახლებას, სანამ უილიამის ტახტზე ასვლა არ მოხდება. სწორედ იქ შეიკრიბნენ ახლო ნათესავები, შარლოტას დაბადების დღის მისალოცად.
მას მერე, რაც ოჯახმა დიდი განსაცდელი გადაიტანა ქეითის ონკოდაავადების სახით, კვლავ აქტიურად ჩნდებიან ერთად და სიყვარულს ასხივებენ.




სამეფო ოჯახის წევრობასთან დაკავშირებული წესების მიუხედავად, ქეითი შვილებს მაქსიმალურად ლაღად ზრდის და არიდებს ზედმეტ ალიაქოთს და პომპეზურობას. ბავშვები სითბოში იზრდებიან, ხშირად არიან სუფთა ჰაერზე, აქტიური ურთიერთობა აქვთ ბებიასთან (დედის მხრიდან) და მეფე ჩარლზთან. ოჯახი ხშირად ატარებს ერთად დროს, უვლიან შინაურ ცხოველებს და ბავშვებს არ აქვთ სოციალურ ქსელზე წვდომა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი მაინც სამეფო ოჯახის წევრები არიან და ყოველთვის იქნებიან გამორჩეულები სხვებისგან.