თუ ოჯახში ეს პრობლემები მოგვარებული არ არის, ბავშვი ბედნიერი ვერ გაიზრდება - მშობლები

თუ ოჯახში ეს პრობლემები მოგვარებული არ არის, ბავშვი ბედნიერი ვერ გაიზრდება

2026-05-04 09:44:00+04:00

ბავშვის ბედნიერება შემთხვევით არ ყალიბდება — ის პირდაპირ დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც ის იზრდება. ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ „მკაცრი აღზრდა“, კონტროლი ან ზედმიწევნით დაცვა ყველა საფრთხისგან ბავშვის უკეთესი მომავლისთვისაა კარგი. რეალურად კი, არსებობს ისეთი ქცევები და მიდგომები, რომლებიც პირიქით — ზრდის შფოთვას, დაუცველობას და მომავალში ბედნიერებას ართულებს.

მუდმივი კრიტიკა და არასრულყოფილების შეგრძნება

თუ ოჯახში ბავშვს ხშირად ახსენებენ, რომ არასაკმარისად კარგია, ის ბედნიერი ვერ გაიზრდება. როცა მშობელი მის მიღწევებს აუფასურებს და ყურადღებას მხოლოდ ნაკლოვანებებზე ამახვილებს, ბავშვი სწავლობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც არ არის საკმარისი. შედეგად, ყალიბდება დაბალი თვითშეფასება და შინაგანი დაუცველობა.

შფოთვის გაძლიერება და გაურკვევლობა

თუ ბავშვს მუდმივად ეუბნებიან, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს, მაგრამ არ უხსნიან, როგორ უნდა მოიქცეს სწორად, ის იზრდება გაურკვევლობაში. ასეთი გარემო აჩენს მუდმივ შფოთვას და განცდას, რომ სამყარო საშიშია და ის თავად ვერ გაუმკლავდება მას.

ემოციების ჩახშობა

თუ ოჯახში ბავშვს არ აძლევენ ტირილის, სიხარულის ან სხვა ძლიერი ემოციების გამოხატვის საშუალებას, ის ბედნიერი ვერ გაიზრდება. ემოციებზე კონტროლი იწვევს იმას, რომ ბავშვი ვეღარ უგებს საკუთარ თავს და მომავალში გრძნობების და ემოციების მართვა უჭირს.

ზედმეტი დაცვა და „სასათბურე პირობები“

თუ ბავშვს ყველა სირთულეს არიდებენ და ყველა სურვილს უსრულებენ, ის რეალურ ცხოვრებას ვერ სწავლობს. ასეთი ადამიანი ვერ ეგუება მარცხს, ვერ აანალიზებს საკუთარ ქცევებს და უჭირს პასუხისმგებლობის აღება.

აგრესია

თუ აღზრდის მეთოდად გამოიყენება ყვირილი, დაშინება ან დანაშაულის გრძნობის გამოწვევა, ბავშვი ბედნიერი ვერ გაიზრდება. მორჩილება შიშის ხარჯზე არ ნიშნავს სწორ აღზრდას — ეს მხოლოდ ზრდის შფოთვას და შინაგან დაძაბულობას.

მუდმივი შედარება სხვებთან

თუ ბავშვს ხშირად ადარებენ სხვებს, ის თავს აასრულფასოვნად იგრძნობს. ასეთი შედარებები თვითშეფასებას ანადგურებს და აჩენს განცდას, რომ ყოველთვის ვიღაცაზე ნაკლებია.

მკაცრი სტერეოტიპები

თუ ბავშვს ასწავლიან, როგორ „უნდა“ იქცეოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭია ან გოგოა, ის ვერ სწავლობს საკუთარი თავის მიღებას. შედეგად ჩნდება შინაგანი კონფლიქტი და დაძაბულობა.

მშობლებს შორის ნეგატიური დამოკიდებულება

თუ ბავშვი ხშირად ისმენს, როგორ ამცირებს ერთი მშობელი მეორეს, ეს აზიანებს მის უსაფრთხოების შეგრძნებას. მომავალში ასეთ ადამიანს უჭირს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შექმნა.

გრძნობების გაუფასურება „ლოგიკით“

თუ ბავშვს ეუბნებიან, რომ მისი შიში ან სევდა „უაზროა“, ის სწავლობს, რომ მისი ემოციები არასწორია. ეს კი ხელს უშლის ჯანსაღ ემოციურ განვითარებას.

ბავშვი, რომელიც იზრდება მუდმივი კრიტიკის, შიშის, ემოციების შეკავების და გაურკვევლობის გარემოში, იშვიათად ხდება ბედნიერი და თავდაჯერებული ადამიანი. სწორედ ამიტომ, მთავარი ამოცანა არ არის „იდეალური ბავშვის გაზრდა“, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც უგებენ, უპირობოდ უყვართ და თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

რა უნდა ასწავლონ ოჯახში გოგონებს, რათა თავდაჯერებულები და ბედნიერები გაიზარდონ
ბედნიერი ბავშვობისთვის იდეალური პირობები აუცილებელი არ არის - 7 ნაბიჯი, რომელიც ბედნიერი ბავშვის აღზრდაში დაგეხმარებათ