ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და 5 შვილის მამა, 69 წლის ზაზა კოლელიშვილი ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა. ისაუბრა განვლილ წლებზე, პროფესიის არჩევაზე, ცნობილ როლებზე, ოჯახზე. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:
- არ მიფიქრია იმაზე, უნდა ამერჩია თუ არა სხვა პროფესია. ერთადერთი ვნანობ, რომ მხატვრობა დავივიწყე, რომელიც ჩემი თანამდევი იყო მთელი ჩემი ცხოვრება და ახლაც სიბერეში რაღაცებს კიდევ ვხატავ... მაგრამ მსახიობობა ბავშვობიდან მქონდა გულში ჩადებული და ოჯახშიც სულ ამას ვხედავდი, პაპაჩემი, ბიძაჩემი - გია მატარაძე, მეშვიდე თაობა მსახიობების, მე მერვე ვარ, ანუ დედის მხრიდან საგვარეულოში გადადიოდა...




