""ტვინი ბედნიერებისთვის არ არის შექმნილი. შექმნილია გადარჩენისთვის" - გაინტერესებთ, როგორ იყოთ ბედნიერი? გააჩნია, რა ინფორმაციას "აჭმევთ" ტვინს ყოველდღე - მშობლები

"ტვინი ბედნიერებისთვის არ არის შექმნილი. შექმნილია გადარჩენისთვის" - გაინტერესებთ, როგორ იყოთ ბედნიერი? გააჩნია, რა ინფორმაციას "აჭმევთ" ტვინს ყოველდღე

2026-05-04 12:18:41+04:00

თანამედროვე ენდოკრინოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ ის, რასაც ყოველდღიურად „ხასიათს“, „ნებისყოფას“ ან „ბედნიერებას“ ვეძახით, სინამდვილეში ტვინის ბიოლოგიურ მუშაობასთანაა პირდაპირ კავშირში. ხშირად ადამიანები საკუთარ თავს ადანაშაულებენ - რატომ არის სხვა მცირედითაც ბედნიერი და მე - არა? რატომ მაქვს მე მუდმივი შფოთვა და სხვებს - ნაკლებად, რატომ მიჭირს სტრესის ფონზე ცხოვრებისეული ყოველდღიურობები დაძლევა და სხვებს არა? თუმცა ექიმი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა ამბობს, რომ ეს სუსტი ნებისყოფის ნიშანი არ არის. ეს არის ჩვენი ტვინი და ნერვული სისტემა.

ნატა გაგუა საინტერესოდ განმარტავს, როგორ მუშაობს ტვინი რეალურად:

"ტვინი ბედნიერებისთვის არ არის შექმნილი. შექმნილია გადარჩენისთვის. და სწორედ აქ იწყება საინტერესო პროცესი. როცა რაღაცას მიაღწევ, მცირე დროით სიხარულია და მერე ისევ სხვა სურვილი მოდის. ეს შენი სისუსტე არ არის. ეს ბიოლოგიაა. ტვინი არ მუშაობს ბედნიერებაზე. ის მუშაობს მოლოდინზე.
დოფამინი არ არის მხოლოდ სიამოვნებისთვის. ის არის სიგნალი "რაღაც მნიშვნელოვანი ხდება." როცა მიზანი გარანტირებული ხდება, ეს სიგნალი სუსტდება. სწორედ ამიტომ გვიცრუვდება გული ასე სწრაფად.
სტრესი არ არის უბრალოდ ემოცია. ეს არის სხეულის გადართვა გადარჩენის რეჟიმზე. და ის განადგურებს მხოლოდ მაშინ, როცა უმართავია.
კონტროლის განცდა, თუნდაც პატარა, ბიოლოგიური ფარია.
ადამიანი არ არის "სუსტი ნებისყოფის არსება". ადამიანი არის გარემოს პროდუქტი.
თუ გარემო ქაოსურია, ტვინი ქაოსურად ფიქრობს. თუ გარემო სტაბილურია, ტვინი იწყებს ზრდას.ნებისყოფა არ კმარა. გარემო წყვეტს.
ყველაზე დიდი ხაფანგი?კონფორმიზმია.
არა იმიტომ, რომ "ცუდია სხვების მიბაძვა", არამედ იმიტომ, რომ ცვალებად სამყაროში უმრავლესობა ყოველთვის იმ გზაზეა, რომელიც გუშინ მუშაობდა.
რაც რეალურად მუშაობს, მარტივია:
ძილი, ტვინი ღამით წერს იმას, რაც დღით განიცადა. მოძრაობა, სხეული ქმნის ნივთიერებას, რომელიც ნეირონებს აკავშირებს. კონტროლის განცდა - "ჩემს ხელშია" ფრაზა ბიოქიმიას ცვლის. ყურადღება - რასაც აძლევ, ის იზრდება.
კითხვა "როგორ ვიყო ბედნიერი."
იცვლება კითხვით
რა ინფორმაციას "ვაჭმევ" ჩემს ტვინს ყოველდღე?
ყურადღება ყველაზე ძვირი ვალუტაა. და ის, ვისაც აძლევ შენსას, ნელ-ნელა ქმნის შენს სამყაროს." - წერს ნატა გაგუა.
ძალიან კარგი დეტოქსია, მადასაც აქვეითებს და აჯანსაღებს... ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად ვსვამთ. რამდენიმე დღეც რომ გამოიყენოთ, შვებას იგრძნობთ... - ნატა გაგუა
პური, რომელიც არ ასუქებს. იდეალურია მათთვის, ვინც უფრთხილდება წონას ან ჯანსაღი კვება უყვარს - რეცეპტი ნატა გაგუასგან